„საპენსიო სისტემა რომელსაც მთავრობა გვთავაზობს 350 ათას ადამიანს უპენსიოდ ტოვებს“

„საპენსიო სისტემა რომელსაც მთავრობა გვთავაზობს 350 ათას ადამიანს უპენსიოდ ტოვებს“

access_time2018-03-23 17:00:29

„ქართული ოცნების“ ნაწილი მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.

 

 ფრაქციია „ ქართული ოცნება სოციალ - დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცლიშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი  დაახლოებით 350 000- მდე ადამიანს  უპენსიოდ ტოვებს.  საპენსიო რეფორმის მთავრობისეული და ალტერნატიული ვარიანტები განიხილეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში.   

 

„საპენსიო რეფორმის ჩვენი ვარიანტი უკავშირდება უფრო მეტად რეფორმას, ვიდრე საპენსიო ფონდის განვითარებას. ჩვენ თუ დავაკვირდებით მთავრობის შემოთავაზებას ეს დოკუმენტი იხრება საპენსიო ფონდის შექმნისკენ. ჩვენი ვარიანტის მთავარი განსხვავება ის არის, რომ  ადამიანები, რომლებიც სისტემაში ჩაერთვებიან 2019 წელს, უკვე 2020 წელს, მიიღებდნენ გაზრდილ პენსიას. ჩვენ თუ ავიღებთ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს იქ პენსიას მიიღებენ ის ადამიანები რომლებიც  20 წლის განმავლობაში აგროვებდნენ პესიას და 20 წლის დაგროვების შემდეგ მიიღებდნენ გაზრდილ პენსიას.  ჩვენს შემთხვევაში კი გაზრდილი პენსიის აღება მეორე წელსვე გახდება შესაძლებელი“ ,- განცხადა ბექა ნაცლიშვილმა.

 

ბექა ნაცლიშვილი ამბობს, რომ თაობათა შორის სოლიდარობის საფუძველზე შეიქმნება საპენსიო სისტემა, რომელიც გულისმობს პენსიების გაცემას სწორედ სტაჟის მიხედვით.

 

„თაობათა შორის სოლიდარობა გულისმობს იმას, რომ შვილების თაობა პენსიას უხდის მშობლების თაობას და ესე გრძელდება ყოველთვის. ეს არ არის დამოკიდებული ფონდებზე, ფასიან ქაღალდებზე და ა.შ. ეს არის მარტივი მექანაიზმი რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავამუშავოთ და იქნება ყველაზე მდგრადი“, - განცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 


პარლამენტის წევრი ამბობს, რომ პენსიის დაანგარიშება ჩანაცვლების კოეფიციენტის განსაზღვით მოხდება.

 

„ ჩვენ ორიენტირად უნდა ავიღოთ რამდენი უნდა იყოს ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსიის მოცულობის მიმართება ხელფასთან). მაგალითად, თუ ადამინმა იმუშავა სრული სტაჟი ანუ 45 წელი, დღევანდელი ეკონომიკური სისტემიდან გამომდინარე, ჩანაცვლების კოეფიციენტი 45 წლის სტაჟის გათვალსიწინებით უნდა იოყოს 35 %. დღეს არსებული საპენსიო სისტემით რომელიც მოქმედებს, არის 17 %. რაც არის ძალიან მცირე და უსამართლო, რადგან ადამიანმა შეიძლება უფრო დიდხანს იმუშავა ან უფრო  დიდი ხელფასი ჰქონდა, დღეს კი ყველა ერთნაირ პენსიას იღებს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ბექა ნაცვლიშვილი რადიო „კომერესანტთან“  იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას , რომელიც საპენსიო სიტემაზე მოქმედებს. მისი თქმით, საქართველოში ცოტა ადამიანია ხელშეკრულებით დასაქმებული.

 

„როდესაც ჩვენ პენსიაზე ვსაუბრობთ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოფიციალურ შრომით ურთიერთობაში ცოტა ადამიანია ჩართული. ჩვენ გვაქვს არაფორმალური ეკონომიკის დიდი წილი. ასევე პრობლემას წარმოდგენს ხელფასებში დიდი განსხვავება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1170 ლარია საშუალო ხელფასი, მაგრამ ბევრ ადამიანს ბევრად ნაკლები აქვს. ჩვენ ამ სისტემის საფუძველზე ვუზრუნველყოფთ იმას, რომ მიუხდავად იმისა, რომ ადამიანს ჰქონდა მცირე ხელფასი, მან უზურნველყოს ამ მცირე ხელფასის საფუძველზე შენატანების განხორცირელება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.



კომერსანტი

 

 

 

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები