შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრების შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრების შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

access_time2018-03-23 14:14:32

„ბიზნესმენებთან შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლებზეც სააგენტოს მიერ განხორციელდა ადეკვატური რეაგირება. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა პირგასამტეხლოს მაღალ ოდენობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც განისაზღვრასხვადასხვა შემთხვევაში პირგასამტეხლოს რეკომენდებული ოდენობა“ – ამის შესახებ კომერსანტს შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს.

 

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მადლობას უხდის შეხვედრებში მონაწილე ყველა ბიზნესმენს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი კვლავაც აქტიურად იქნებიან ჩართული სახელმწიფო შესყიდვებში. ბიზნესმენებთან შეხვედრები 2016 წლიდან თვეში ორჯერ იმართებოდა. სააგენტოს ხელმღვანელი პირები ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე, კონკრეტული დარგების მიხედვით ხვდებოდნენ“ - აცხადებენ სააგენტოში.

 

მათივე ინფორმაციით, ბიზნესმენებისათვის მწვავედ იდგა თანხების ანაზღაურების დაგვიანების საკითხი. სააგენტომ გაითვალისწინა ბიზნესმენების შენიშვნა და გამოსცა რეკომენდაცია, ანგარიშსწორების ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში განსახორციელებლად.

 

„შეხვედრებზე მეწარმეები მიუთითებდნენ ტენდერში არასრულყოფილი სატენდერო წინადადებების წარდგენაზე, რითაც სარგებლობდნენ ცალკეული ეკონომიკური აგენტები და დროის მოგების, ან სხვა რაიმე მოტივით ღიად ტოვებდნენ შესავსებ დოკუმენტაციას. ამგვარი პრეცენდენტების გამორიცხვის მიზნით, ნორმატიული აქტით განისაზღვრა, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.

 

ერთ-ერთი საკითხი ეხებოდადავების განხილვის საბჭოში დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენას. ბიზნესმენების განცხადებით, რიგ შემთხვევებში საჩივრების წარდგენით ხელოვნურადჭიანურდებოდა შესყიდვის პროცედურები. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად, კანონით დაწესდა დაინტერესებული პირის ინსტიტუტი, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა ზემოხსენებული შემთხვევები.


 

მიმწოდებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ასევე იმის თაობაზე, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები არასათანადოდ სცემდნენ პასუხს მათ მიერ „კითხვა-პასუხის მოდულში დასმულ კითხვებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნორმატიული აქტით დაწესდა შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება არაორაზროვნად გასცეს პასუხი მიმწოდებელს კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

 

შეხვედრებზე დასმული პრობლემატური საკითხებიდან ერთ-ერთი შეეხებოდა სახელმწიფო შესყიდვებში სტანდარტების სწორად გამოყენებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს პრაქტიკულ რჩევებსა დარეკომენდაციებს სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაინერგა სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა და დადგინდა შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება სისტემატიზებულად, სისტემაში გენერირებული კითხვარის მეშვეობით, ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაცია. შედეგად, მიმწოდებელთათვის გაადვილდა მათთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება, რადგან საკითხები, მიუხედავად შემსყიდველი ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმისა და შესყიდვის ობიექტისა, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას მიეთითება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს“ - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები