„მილკო ფუდის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო

„მილკო ფუდის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო

access_time2018-03-22 17:40:12

ამის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 მარტის განჩინებაშია ნათქვამი. 
განჩინების თანახმად, შპს ,,ჯორჯიან მილკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება შპს ,,ფრენდს’’-ისა და შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მოითხოვა. 



„შპს ,,ჯორჯიან მილკმა“ წერილობით აღიარა და დაადასტურა შპს ფრენდსის“ მიმართ 391 179 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ მიმართ 93 767,9 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტები. შესაბამისად, ორი კრედიტორის მოთხოვნის ოდენობა მოვალის მიმართ ჯამში, 484 946.9 ლარს შეადგენს.

 

 საქმეში წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ ვალის წარმოშობის საფუძველია საქონლის მიწოდების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, მოვალე გადახდისუუნაროა და განმცხადებელი კრედიტორების მოთხოვნა უზრუნველყოფილი არ არის. წარმოდგენილი კორესპონდენციის ასლებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ შპს ჯორჯიან მილკი“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე 30 დღით ადრე იყო ინფორმირებული,“-აღნიშნულია განჩინებაში. 



ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოვალე შპს ,,ჯორჯიან მილკის“ მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. გარდა ამისა, ,,ჯორჯიან მილკს“ აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. 



შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში მილკო ფუდის შესაძლო 


გაყიდვაზე გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, როგორც მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორთან მიმდინარეობდა, რომელიც ამ თემით ძალიან დაინტერესებული იყო, თუმცა კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ თუ რა იყო გასხვისების მიზეზი.



ცნობისთვის, რეესტრის 2018 წლის 8 იანვრის ამონაწერის თანახმად, შპს „ჯორჯიან მილკის“ (მილკო ფუდის) 25%-25%-იან წილებს ლევან და დავით ალავიძეები; ასევე 25-25%-იან წილებს კი გიორგი ბიძინაშვილი და ალექსანდრე კოზმანაშვილი ფლობენ. 



კომპანია თავდაპირველად 2004 წელს ეკო ფუდის სახელით დაფუძნდა, დღეს კი „მილკო ფუდი“ 60 დასახელების პროდუქტს აწარმოებს და რძის პროდუქტების ბაზრის 35%-ს იკავებს.


წყარო:bpn.ge




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები