„მერია  ქალაქიდან „სითი პარკის“ გასვლას მომზადებული შეხვდება“

„მერია ქალაქიდან „სითი პარკის“ გასვლას მომზადებული შეხვდება“

access_time2018-03-20 19:09:45

„სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის არსებულ დავაზე,  რადიო „კომერსანტის“ ეთერში თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ,  ვახტანგ შაქარიშვილმა ისაუბრა.როგორც ცნობილია, მერიის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 10 აპრილიდან „ სითი პარკთან“არსებული ხელშეკრულება უქმდება.

 

“ჩვენ,  კომპანია “სითი პარკთან”  თანამშრომლობა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, მერიის წინა ადმინისტრირების პირობებში დავიწყეთ. კომპანიას შეტყობინების სახით მთავრობის დადგენილება გაეგზავნა, სადაც  კონკრეტულ დარღვევებზე იყო საუბარი, მაგალითად, ინფრასტრუქტურის ნაწილში. ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ ათასობით ადამიანს უსამართლოდ აჯარიმებდნენ. ამის შესახებ მათ ეცნობათ და კონკრეტულ ვადაში აღნიშნული დარღვევების გამოსწორება დაევალათ. სამწუხაროდ კომპანია ორიენტირებული იყო არა პარკირების სისტემის სწორ ადმინისტრირებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე, არამედ მეტი შემოსავლის მიღებაზე“,- აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.


მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ როგორც წინა, ასევე დღევანდელმა ადმინისტაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იურიდიული თვალსაზრისით მართლები ყოფილიყვნენ და სითი პარკისთვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.

 

“ჩვენ ყველა ნაბიჯი სამართლებრივად გადავდგით, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს კომპენსაციის გადახდა არ მოუწიოს. როდესაც კომპანიას რაიმე სამართლებრივი არგუმენტი არ რჩება, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი დამფუძნებლები და  იურისტები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.


შაქარიშვილის განცხადებით,  „სითი პარკის“ მისამართით წლიურად დაახლოებით 5000 საჩივარი იწერებოდა, რომლის 80 პროცენტი მოსახელობის სასარგებლოდ წყდებოდა.


 

“ჯარიმის კომერციალიზაცია დაუშვებელია  და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტილი საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ხალხს არკეთილსინდისიერად და უსამართლოდ აჯარიმებდა“,-  აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატის თქმით, დაჯარიმება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა ხდებოდეს, რათა კომეციული ელემენტები გამოირიცხოს.

 

„დაჯარიმების უფლება უნდა გადაეცეს ადამინსტარციული ორგანოს.  შესაძლებელია ამის „აუთსორსზე“ გამოტანაც და კონკრეტული კომპანიისთვის ჩაბარება. მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა, ევაკუირება, მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ მუნციპალიტეტი საკუთარი ადმინისტაციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართლიანად მოახდენს დაჯარიმებას“ - განცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

ვახტანგ შაქარიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საპარკინგე ზონების მოწესრიგების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილს მომზადებული შეხვდება იმ გამოწვევებს, რაც ქალაქიდან სითი პარკის გასვლას უკავშირდება.

 

“დედაქალაქის მერიას 10 ლოკაცია აქვს შერჩეული. მათგან რამდენიმემ უკვე ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა კერძო ინვესტიციის მეშვეობით მოეწყობა და ქალაქს დამატებითი საპარკინგე ადგილები შეემატება. ამასთანავე, ის ადგილები, რომელზეც კომპანია აქამდე მონიშვნას არ აწარმოებდა და გაურკვევლი  იყო, მოწესრიგდება და კეთილმოეწყობა.  ამ ყველაფერთან ერთად, კერძო ინვესტიციებით ქალაქს ახალი საპარკინგე სისტემები შეემატება“,- აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები