არჩილ გაჩეჩილაძე: მესტიაჭალა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემთ

არჩილ გაჩეჩილაძე: მესტიაჭალა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემთ

access_time2018-03-20 15:00:15

დღეს, 20 მარტს, დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და Georgian Global Utilities აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.


შეხვედრის თემა მესტიაჭალა ჰესის საგაზაფხულო, გეგმური სამუშაოების გაგრძელებაა.



მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და კომპანის სხვა წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას  კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია ჰესის შესახებ.


მესტიაჭალა ჰესი მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესია,  რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.


„მესტიაჭალა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემთ. მესტიაჭალა ჰესის მშენებლობა 1 წლის წინ დავიწყეთ. სამუშაოების 60% შესრულებულია. ახლა კი –  საგაზაფხულო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონდა კითხვები და სწორედ, ამ კითხვებზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხების გასაცემად არის შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გაიმართა. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა მესტიის თემთა საბჭოს წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც კომპანიამ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები და შეთავაზებები.“






რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები