როდის და სად დაეწევა საქართველოს ეკონომიკა განვითარებად ევროპას

როდის და სად დაეწევა საქართველოს ეკონომიკა განვითარებად ევროპას

access_time2018-03-19 17:58:00

„სავალუტო ფონდი 2022 წლამდე პროგნოზსაც აქვეყნებს, რის მიხედვითაც საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 15 024 დოლარს გადააჭარბებს“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფინანსისტი მიხეილ დუნდუა. 
 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაცის მიხედვით ევროპის განვითარებად ქვეყნებში შედის 11 სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი და თურქეთი.



ყველა ამ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარზე მეტია და 30 ათას დოლარზე ნაკლები.



ამ თერთმეტი ქვეყნიდან ევროკავშირის წევრია პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატია. მათგან ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ნაკლებადგანვითარებული ქვეყანაა, ანუ იქ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2017 წლის წინასწარი შეფასებით 21 578 დოლარია, რაც ევროკავშირში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2017 წელს 10 644 დოლარს აჭარბებს და პროგნოზის მიხედვით 2018 წელს 11 303 დოლარი გახდება. 


ამ მაჩვენებლით (11 303 დოლარი) საქართველო დაეწევა:



1. 2015 წლის ალბანეთს ( 11 273 დოლარი)
2. 2017 წლის ბოსნიას ( 11 404 დოლარი)
3. 2005 წლის ბულგარეთს (11 652 დოლარი)
4. 2010 წლის მაკედონიას (11 564 დოლარი)
5. 2006 წლის მონტენეგროს (11 177 დოლარი)
6. 2004 წლის რუმინეთს (11 541 დოლარი)
7. 2007 წლის სერბეთს (11 203 დოლარი)
8. 2003 წლის თურქეთს (11 335 დოლარი)



სავალუტო ფონდი 2022 წლამდე პროგნოზსაც აქვეყნებს, რის მიხედვითაც საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 15 024 დოლარს გადააჭარბებს , რითაც გადაუსწრებს ბოსნიას ( 14 632 დოლარი, 2022 წ ) და თითქმის გაუთანაბდრდება ალბანეთს ( 16 774 დოლარი, 2022 წ), ამასთან დაეწევა ისეთი ქვეყნების დონეს როგორიც იყო :



1. ბულგარეთი 2009 წელს (15 160 დოლარი)
2. ხორვატია 2003 წელს (15 410 დოლარი)
3. უნგრეთი 2001 წელს (15 113 დოლარი)
4. მაკედონია 2017 წელს (15 203 დოლარი)
5. მონტენეგრო 2014 წელს (15 374 დოლარი)
6. პოლონეთი 2005 წელს (15 157 დოლარი)
7. რუმინეთი 2007 წელს (15 443 დოლარი)
8. სერბეთი 2017 წელს (15 163 დოლარი)
9. თურქეთი 2006 წელს (15 284 დოლარი)“.

 

წყარო : bpn.ge




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები