გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

access_time2018-03-06 19:03:39

საქართველო, რეფორმებისა და სტაბილურობის კუთხით, რეგიონში გამორჩეული ლიდერია, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა ტომოჰიკო ტანიგუჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

 

 

ყურადღება დაეთმო, როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე ქვეყნის მიერ არაერთი მიმართულებით მიღწეული პროგრესი.


 

 

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება იაპონური კომპანიების მზარდ ინტერესს და გამოთქვამს მზადყოფნას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იაპონური ინვესტიციების წახალისებას.

 

 

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ დღევანდელი შეხვედრა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება.

 

 

საუბრისას, ასევე კიდევ ერთხელ აღინიშნა ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის - ტოჩინოშინის წარმატება იაპონიაში, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები