განელი მასწავლებელი მოსწავლეებს ინფორმატიკას კომპიუტერის გარეშე ასწავლის

განელი მასწავლებელი მოსწავლეებს ინფორმატიკას კომპიუტერის გარეშე ასწავლის

access_time2018-03-04 15:08:57

კუმასელი მასწავლებელი საკუთარ სტუდენტებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს კომპიუტერის გამოყენების გარეშე ასწავლის. ერთადერთ სახელმძღვანელოდ გვევლინება დაფა, სადაც იგი მაიკროსოფტის სხვადასხვა პროგრამის დიაგრამებს დეტალურად ხატავს. „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება განაში ძალიან მხიარულია,“  წერს საკუთარ Facebook პოსტებში განელი მასწავლებელი.

 

მასწავლებლის პოსტები დროთა განმავლობაში პოპულარული გახდა, რის შემდეგადაც რიჩარდ აპია აკოტოს Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენლები საჩუქრად კომპიუტერების გაგზავნას დაპირდნენ.  ფეისბუქ მესიჯებში განელი მასწავლებელი წერს, რომ მას უყვარს საკუთარი მოსწავლეები და ცოდნის მარტივად გადმოცემისთვის ყველაფერს აკეთებს.

 

ტაბლოიდი QUARTZ აცხადებს, რომ საჭიროების მიუხედავად, სკოლაში მოსწავლეები კომპიუტერებით 2011 წლიდან ვეღარ სარგებლობენ. კომპიუტერი კი მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდების ჩაბარებისთვის სჭირდებათ.


 

თებერვლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც, მასწავლებელმა პოსტი საკუთარ ფეისბუქზე გააზიარა, ბევრი აღტაცებული იყო მისი საქციელით და სოციალურ მედიაში საკმაოდ პოპულარულიც გახდა.



“ეს არ არის  პირველი შემთხვევა როდესაც ვხატავ, ამის კეთება ყოველთვის მიყვარდა განსაკუთრებით კი საკლასო ოთახში. მიყვარს სოციალურ ქსელში ფოტოების გაზიარება და ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მსგავს პოპულარობას მოვიხვეჭდი“, - განუცხადა რიჩარდ აპია აკოტომ QUARTZ-ს.




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები