კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

access_time2018-01-13 17:02:15

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს. 


მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერმა დღეს მიმართვით უპასუხა და განმარტა, რომ ის, როგორც თბილისის მცხოვრებლების მიერ არჩეული მერი, ”თავს ვალდებულად თვლის საზოგადოებას უთხრას სიმართლე”. 

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან და თბილისის ვიცე - მერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს და ამოჭრეს.


„საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე - იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, - განაცხადა კალაძემ.


ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ თანამდებობრივ სარგოებზე, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ. 




„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი - ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, სევდია უგრეხელიძე, მისი წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო თვეში საშუალოდ - 7437 ლარი. შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა - 101 336 ლარი, თვიური საშუალო - 8445 ლარი. დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად იყო 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დახლოებით - 3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური - 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა - 6123 ლარი“, - განაცხადა კალაძემ.



კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის წლიური ხელფასი - 38 160 ლარი, თვეში - 3180 ლარი; ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წლიურად - 75 600 ლარი, თვიურად - 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი წლიური - 73 800 ლარი, თვეში საშუალოდ - 6150 ლარი. 
„მინდა რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა, დააზიანებს თბილისის მერს, პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს და ზოგადად, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები