მარკ ცუკერბერგი Facebook-ის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილებას აანონსებს

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილებას აანონსებს

access_time2018-01-13 14:25:08

Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილებას აანონსებს. როგორც მან თავის გვერდზე დაწერა, Facebook-ი შეამცირებს ახალი ამბებსა და სარეკლამო პუბლიკაციებზე აქცენტს და გააძლიერებს პირადი მიმოწერის და ურთიერთობის მიმართულებას. მისივე თქმით, კომპანიების, ბრენდების და მედიის პოსტების რაოდენობა შემცირდება. 


„ახალი ამბების მიმართულებამ გადაუხვია იმ ძირითად მიზანს, რისთვისაც თავიდან შეიქმნა - დახმარებოდა ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტში. პირველი ცვლილება, რომელსაც შეამჩნევთ, სწორედ სიახლეების მხრივ იქნება, სადაც თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ მეგობრების, ოჯახის წევრების და თქვენი ჯგუფებიდან,“- დაწერა ცუკერბერგმა. მისი თქმით, ცვლილებების განხორციელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე თვე გაგრძელდება. 


„ასეთი ცვლილებებით მე ვიმედოვნებ, რომ ადამიანები Facebook-ზე უფრო ნაკლებად შევლენ, თუმცა ის დრო, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში გაატარებენ, უფრო სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. თუ ჩვენ სწორად ვიქცევით, მჯერა, რომ ეს კარგი ეფექტი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი ბიზნესისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში,“- დასძინა Facebook-ის დამაარსებელმა. 



2017 წლის 27 ივნისს Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვმა 2 მილიარდს გადააჭარბა. 


Imedinews 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები