საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

access_time2018-01-13 14:00:06

გერმანია საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან (Dr. Heike Peitsch) შეხვედრისას.

 

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის, ასევე გერმანიის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.

 

 


„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტია დაინტერესება გერმანული კომპანიების მხრიდან აწარმოონ ბიზნესი საქართველოში. ვხედავთ, რომ გაზრდილია ჩვენი ქვეყნის პოპულარობა გერმანელ ტურისტებს შორის. გერმანული ფონდები აქტიურად მონაწილეობენ იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები