BITFURY კილოვატს 13.6 თეთრად იღებს, დღგ-ს არ იხდის, დეკემბერში 3.3 მლნ-ს დენი დაწვა

BITFURY კილოვატს 13.6 თეთრად იღებს, დღგ-ს არ იხდის, დეკემბერში 3.3 მლნ-ს დენი დაწვა

access_time2018-01-12 23:02:16

Bitfury ჯგუფმა თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე 40-მეგავატიანი ბიტკოინ დატა ცენტრის დენის ტარიფის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ტაბულასთვის გამოგზავნილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანია ერთ კილოვატ საათ ელექტროენერგიაში 13.65 თეთრს იხდის, ტარიფის გაზრდამდე კი ის კილოვატზე 12.3 თეთრს იხდიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კომპანია არ იხდის დენის ტარიფის შემადგენელ დამატებითი ღირებულების გადასახადს, რაც კილოვატზე 2.46 თეთრს შეადგენს.


2017 წლის დეკემბრის თვის ელექტროენერგიის ქვითარი



დოკუმენტის მიხედვით, Bitfury-იმ 2017 წლის დეკემბერში 27,017,100 კილოვატი დაწვა, რაშიც თელასს 3,329,587 ლარი გადაუხადა. ნოემბერში კი კომპანიის დენის დანახარჯმა 28,516,620 კილოვატი შეადგინა, რაშიც კომპანიამ თელასს 3,514,388 ლარი გადაუხადა.


Bitfury ამასთანავე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი კომპანიაში არავითარ წილს არ ფლობს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან კი კომპანიას საქმიანი კავშირი აღარ აქვს. ამასთანავე ნათქვამია, რომ კომპანია მზადაა "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მათი საქმიანობის შესახებ დამატებითი იფნრომაცია მიაწოდოს.


"სამი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ საქართველოში ინვესტირებული თანხის მოცულობა აღემატება 140 მილიონ ლარს, ხოლო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 180 კაცს, აღვნიშნავთ ასევე, რომ დასაქმებულთა 100% არის ადგილობრივი და საშუალო ხელფასი შეადგენს 2500 ლარზე მეტს, ხოლო მათი საშემოსავლო გადასახადი ირიცხება ბიუჯეტში.


ჩვენი საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე არ გვისარგებლია არანაირი შეღავათით ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით და ყოველთვის ვიხდიდით ბაზარზე არსებულ/დადგენილ ტარიფს, რის დასტურადაც წარმოგიდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას (თელასის აბონენტის ამონაწერი, ანგარიშ-ფაქტურა, ცნობა მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის შესახებ და სხვა).აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მსგავსად ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ფუნქციონირებს 2007 წლის 3 ივლისიდან (#5175) მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად.


აქვე მინდა გამოვეხმაურო დაინტერესებულ პოლიტიკოსებს „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიუხედავად მათ მიერ ჩვენი ჯგუფისა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, გამოვთქვამთ მზადყოფნას, პირადად მივაწოდო მათ უფრო მეტი ინფორმაცია, როგორც ბლოკჩეინის, ბიტკოინისა და ციფრული ვალუტების შესახებ, ასევე მათ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და ამ ფონზე მსოფლიო გამოწვევების გათვალისწინებით", - წერია საქართველოში Bitfury-ის წარმომადგენლის, ეფრემ ურუმაშვილის განცხადებაში.



Bitfury-ის საქართველოში ეკუთვნის 18-ჰექტარიანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მასში განთავსებული ბლოკჩეინ დატა ცენტრი, სადაც ბიტკოინების მაინინგი ხდება. აღნიშნული ცენტრის სიმძლავრე 40 მეგავატია. კომპანია ასევე ფლობს დაახლოებით 20 მეგავატის ცენტრს გორში.


საქართველოს მთავრობამ Bitfury-ის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 2015 წელს თბილისის მახლობლად გადასცა 18 ჰექტარის მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. გადაცემიდან რამდენიმე თვეში მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა, რითიც ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში არსებული ყველა ტიპის გადასახადისგან პრაქტიკულად სრულად გათავისუფლდა. მთავრობამ ამავე დადგენილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საზღვრების მონიტორინგი და მის შესასვლელში საბაჟო პუნქტის მოწყობა დაავალა.


ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებიდან მალევე, 2015 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ენერგომოხმარება 40 მეგავატით გაიზარდა, რისი მიზეზიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანია BitFury-ის დატა ცენტრის გახსნა იყო.


ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კომპანია საქმიანობას სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ახორციელებს არის ის რომ მას დენის ტარიფის შემადგენელი დღგ-ს გადახდა არ უწევს.


გადასახადები, რომელთა გადახდაც Bitfury-ის დატა ცენტრს არ უწევს:


მოგების გადასახადი - 0%

იმპორტის გადასახადი - 0%

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში

ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის გათავისუფლებულია დღგ–ს გადახდისგან (მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაც)

ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ–გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით

საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან


Bitfury-ის შესახებ


Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემუბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავისმხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკის" მეშვეობით. ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას სახელწოდებით "ბი ეფ დი სი ჯორჯია."


Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს. Bitfury მისი დატა ცენტრების მეშვეობით სხვა კომპანიებისთვის სერვისის გაწევასთან ერთად ბიტკოინსაც გამოიმუშავებს. კომპანია საქართველოში: გორსა და თბილისში ფლობს ბლოკჩეინის ორ დატა ცენტრს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 60 მეგავატია. კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. 2016 წლის აპრილში Bitfury-იმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოაწერა ქონების რეგისტრაციის საპილოტე პროექტის დაწყებას. პროექტის შედეგად, საკუთრების შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრში შენახული მონაცემების ბლოკჩეინში რეგისტრირება ხდება. ოფიციალური მონაცემებით, 200 000-ზე მეტი დოკუმენტი საკუთრების შესახებ უკვე Bitfury -ის ბლოკჩეინში არის შენახული. კომპანია დატა ცენტრებს ასევე ფლობს კანადასა და ნორვეგიაში.



tabula.ge




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები