ზურაბ ალავიძე: „ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა“

ზურაბ ალავიძე: „ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა“

access_time2018-01-12 17:45:12

ზამთრის საკურორტო სეზონზე შექმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილა დღეს,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ბაკურიანში გამართულ საგანგებო თათბირზე. 

 

მინისტრის განცხადებით, წლევანდელ სეზონზე, საახალწლო პერიოდში ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობის სტუმრობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა. 

 


შეხვედრისას,  ზურაბ ალავიძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია, ბაკურიანში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.  მინისტრმა მხარის გუბერნატორთან, ბორჯომის მერთან და მთის კურორტების განვითრების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, განიხილა პარკირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხები. თათბირს საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

 

მინისტრის განცხადებით, დაიგეგმა ყველა ის გასატარებელი ღონისძიება, რომ ტურისტებს  კომფორტულად შეძლონ დასვენება.  
„დღევანდელ შეხვედრისას კომპლექსურად განვიხილეთ არსებული პრობლემები, რომელიც  ტურისტების უპრეცენდენტო ნაკადის გამო შეიქმნა. გამომდინარე აქედან, შესაბამის სამსახურებთან ერთად, გატარდება  ყველა აუცილებელი ღონისძიება უახლოეს პერიოდში.  მოხდება პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება, ასევე  გაკეთდება დამატებითი გზები, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები