გლობალური კრიპტოვალუტის ბაზრიდან 100 მლრდ დოლარი გაქრა

გლობალური კრიპტოვალუტის ბაზრიდან 100 მლრდ დოლარი გაქრა

access_time2018-01-12 19:30:51

100 მილიარდ დოლარზე მეტი გაქრა გლობალური კრიპტოვალუტის ბაზრიდან სამხრეთ კორეასთან ვაჭრობის აკრძალვის საუბრების შემდეგ


· ძირითადი კრიპტოვალუტების ფასები, ბიტკოინის, რიპლისა და ეთერიუმის ჩათვლით, დაეცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტით ვაჭრობის სავარაუდო აკრძალვის შესახებ


· ამ ინფორმაციის შემდეგ კრიპტოვალუტის ბაზრიდან გაუჩინარდა 106 მილიარდი აშშ დოლარი


· მსხვილი კრიპტოვალუტები ხშირად პრემიალურად იყიდება სამხრეთ კორეის ბირჟებზე


ხუთშაბათს ძირითადი კრიპტოვალუტების ფასები, ბიტკოინის, რიპლისა და ეთერიუმის ჩათვლით, დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ კორეაში ემზადებიან ციფრული ვალუტით ვაჭრობის აკრძალვისთვის.


ლონდონის დროით 7 საათსა და 25 წუთზე ბიტკოინი დაეცა თითქმის 6%-ით, ეთერიუმი - თითქმის 11%-ით, რიპლი კი - 9%-ით, მათი წინა დღის ფასთან შედარებით, Coinmarketcap.com-ის მონაცემების თანახმად. ამ მონეტების უმეტესობის ფასმა დაიწყო გამოსწორება მოგვიანებით დილის საათებში. რიპლიმ თითქმის 0,1% მოიმატა 8 საათსა და 10 წუთისთვის ლონდონის დროით.


სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრმა პარკ სანგ-კიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ „სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს ბირჟების საშუალებით კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ“.



ლონდონის დროით დაახლოებით 4 საათსა და 50 წუთზე, ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, თითქმის 106 მილიარდი დოლარი გაქრა საბაზრო კაპიტალიზაციიდან ხუთშაბათის დღის გახსნის მომენტისთვის. მას შემდეგ დანაკარგი კიდევ გაიზარდა.


ეს ვარდნა მოხდა მას შემდეგ, რაც ორმა ძირითადმა კრიპტოვალუტამ სარეკორდო სიმაღლეს მიაღწია. 4 იანვარს რიპლის ფასმა სარეკორდო 3,84 დოლარს მიაღწია, მას შემდეგ ის 50%-ზე მეტით დაეცა ხუთშაბათის 8 საათისთვის ლონდონის დროით.


სამხრეთ კორეა წარმოადგენს კრიპტოვალუტით ვაჭრობის ერთ-ერთ ძირითად ბაზარს. დარგობრივი ვებსაიტის CryptoCompare თანახმად, მისი წილი შეადგენს ბიტკოინით ვაჭრობის 6-12%-ს. ეთერიუმისთვის ეს მაჩვენებელი მეტია და დაახლოებით 14%-ს შეადგენს. რიპლის ყიდვის წილი კი სამხრეთ კორეაში შეიძლება 33%-მდე ავიდეს, რაც დღეზე არის დამოკიდებული.


ქვეყნის ხელისუფლება არ იძლევა კონკრეტულ დეტალებს ახალი კანონმდებლობის შესახებ. Reuters იტყობინება, რომ ვაჭრობის შეთავაზებული აკრძალვა გამოაცხადეს „საკმარისი დისკუსიის“ შემდეგ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსური რეგულატორების ჩათვლით.


მსხვილი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი, ხშირად პრემიალურად იყიდება სამხრეთ კორეის ბირჟებზე, რაც ნიშნავს, რომ მათ უფრო მაღალი ფასი აქვთ, ვიდრე სხვა ბირჟებზე, მაგალითად, აშშ-ში ან ევროპაში.


ამ კვირის დასაწყისში დარგის მონაცემთა პროვაიდერმა CoinMarketCap-მა ამოიღო ზოგიერთი სამხრეთკორეული ბირჟა კრიპტოვალუტებზე ფასების გამოთვლის სისტემიდან, ვინაიდან შეინიშნებოდა „დიდი განსვლა მთელი მსოფლიოს ფასებთან“.


რეგულატორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან კრიპტოვალუტის სამყაროთი. ხუთშაბათს Reuters იტყობინებოდა, რომ აშშ-ს სენატის საბანკო კომიტეტი მომავალ თვეში მოსმენას ჩაატარებს სატრეიდინგო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიასა და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან.


მსხვილი ბიზნეს-ფიგურები ასევე აგრძელებენ კრიპტოვალუტის კრიტიკას.


„კრიპტოვალუტების თვალსაზრისით, ზოგადად, მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მათ ცუდი დასასრული ექნებათ“, - თქვა უორენ ბაფეტმა, Berkshire Hathaway-ის გენერალურმა დირექტორმა ოთხშაბათს CNBC-თან საუბარში.



Taripebi.ge



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები