საგურამოში ფინური სკოლა გაიხსნება

საგურამოში ფინური სკოლა გაიხსნება

access_time2018-01-12 14:55:29

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა აიეტ კუკავამ საქართველოში, კერძოდ საგურამოში ფინური სკოლის გახსნა დააანონსა. ჰოლდინგის ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსოფლიოში საუკეთესო - ფინური სასკოლო განათლების სისტემის დანერგვას საქართველოში.


ალიანს ჯგუფის პარტნიორია ფინეთის წამყვანი განათლების კონსორციუმი, რომელთან ერთადაც უკვე შედგა შეხვედრები საქართველოს და ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. სკოლის პროექტი ითვალისწინებს 15-20 მილიონი ევროს ინვესტირებას.


პროექტის ავტორების ინფორმაციით, ერთი მხრივ, საერთაშორისო სკოლა თავისი მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურით გაზრდის საგურამოს პრესტიჟულობას და უძრავი ქონების ფასებს. მეორე მხრივ კი სკოლის ინტერესებშია 5-10კმ-ის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნას კომფორტული ინფრასტრუქტურა: დაემატოს სამედიცინო-სადიაგნოსტიკო, სხვადასხვა პროფილის მომსახურების კლინიკები, შეიქმნას ბავშვებისთვის გასართობი ცენტრი, პარკები და ა.შ.


აიეტ კუკავამ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ბიზნესის წარმომადგენლები 27 იანვარს, 14:00 საათზე საგურამოში შეხვედრაზე მიიწვია, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის პრეზენტაცია და ის პერსპექტივები, რომელიც საგურამოს ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.



კომერსანტი



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები