„ტვირთბრუნვა კიდევ უფრო შემცირდება“ - ვასო ურუშაძე ხელისუფლებას სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს

„ტვირთბრუნვა კიდევ უფრო შემცირდება“ - ვასო ურუშაძე ხელისუფლებას სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს

access_time2018-01-12 09:40:28

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ შემცირებულია. 2017 წლის 11 თვეში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 37,4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 0,9 მლნ ტონით ნაკლებია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო ტერმინალებმა საანგარიშო პერიოდში ჯამში 14,9 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1,2 მლნ ტონით ნაკლებია.


სატრანპორტო პოლიტიკის ხარვეზებზე სფეროს წამრომადგნლები ხშირად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს, რათა სფერო მეტად ეფექტური გახდეს. ამასთან, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ინიციატივით გამოდის, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. მათი განცხადებით, კარგი იქნება, თუ „ტრანზიტის ხელშეწყობის კანონი“ შემუშავდება, რათა პრობლემების აღმოფხვრა მოხდეს.


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ტრანზიტის ხელშეწყობის კანონის მიღებამდე სპეციალური კვლევა ჩატარდება.


როგორც ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ტვირთების შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.


„თუ მდგომარეობა და ხელისუფლების დამოკიდებულება არ შეიცვალა, საბოლოო ჯამში, გაკოტრებულ რკინიგზას და ისეთ პრობლემებს მივიღებთ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დიდი რისკის ქვეშ დააყენებს. ტვირთბრუნვა კიდევ უფრო შემცირდება. ძლიერი სატრანსპორტო სფერო შექმნის ძლიერ სოფლის მეურნეობას, ძლიერ ეკონომიკას, ჯანდაცვის სექტორს, სავაჭრო და ინდუსტრიულ ჰაბს. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა“, - აცხადებს ურუშაძე.



მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს ხედვა არ აქვს, სიტუაცია როგორ გამოსწორდეს.


„ხუთი წელია ტვირთბრუნვის შემცირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რადგანაც ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს, როგორც შიდა პოლიტიკის დონეზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მხრივაც. სახელმწიფოს არ აქვს ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და რეგიონულ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ  ჰაბად ჩამოყალიბდეს. პრობლემის მოგვარება შეუძლებელია იმ დამოკიდებულებით, რომელიც სახელმწიფოს დღეს დარგის მიმართ გააჩნია“, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.


მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდა, ეს სატრანსპორტო სფეროსთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.


 „გვქონდა შეხვედრა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის წევრებთან. ჩვენს ორგანიზაციას პრეზენტაციაც ჰქონდა. შევთავაზეთ, რომ პირველ ეტაპზე პრობლემა გადაიჭრას პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეცვლით, სხვა სამინისტროების ოპტიმიზაციით. ეკონომიკის სამინისტრო პასუხს აგებს ტრანსპორტის პოლიტიკაზე. იქ არის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი. თუმცა მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა, დეპარტამენტების და სააგენტოების ნაწილი გაიზარდა. ვფიქრობ, რომ ამით სამინისტრო არაეფექტური გახდა და ტრანსპორტის პოლიტიკა ადრე თუ მეათეხარისხოვანი იყო, ახლა პრიორიტეტებს  მიღმა დარჩება“, - აცხადებს ურუშაძე.


მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატრანსპორტო უწყებები შეუერთდება და ერთ სამინისტროდ ჩამოყალიბდება: „ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმდენად დატვირთული არ არის, როგორც ეკონომიკის სამინისტრო. ბევრი მნიშვნელოვანი დეპარტამენტია, რომელიც ტრანსპორტთან არის დაკავშირებული. მარტივად შესაძლებელია, მოხდეს ოპტიმიზაცია და ეკონომიკის სამინისტროდან სატრანსპორტის უწყებები ინფრასტრუქტურაში გადავიდეს“, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.


რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, მისი თქმით, მსგავსი კანონის მიღება აუცილებელია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მისი აღსრულება იქნება: „ასეთი კანონი არაერთ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ თუ მას აღმასრულებელი ორგანო არ ეყოლება, კანონი კანონად დარჩება. პასუხისმგებელი უწყება საჭიროა, რომელიც ყველა ნორმის შესრულებას გააკონტროლებს“, - აცხადებს ურუშაძე.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები