ფაროსანასთან ბრძოლა ქართულად  - „ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი ბიოპრეპარატი სახელმწიფოს ათჯერ იაფი დაუჯდება“

ფაროსანასთან ბრძოლა ქართულად - „ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი ბიოპრეპარატი სახელმწიფოს ათჯერ იაფი დაუჯდება“

access_time2018-01-11 14:30:28

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ბიოპრეპარატი შექმნაროგორც პროფესორი არჩილ ჭირაქაძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, პრეპარატის ეფექტურობა დაახლოებით 90%-ია.


„შევქმენით ბიოპრეპარატი პირობითი სახელით #6. სუფთა მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, რომელშიც სინთეტიკური ჯგუფები არ არის. ბუნებაში არის ბევრი მცენარე, რომელსაც აზიური ფაროსანა არ ეკარება და სწორედ ამ მცენარეებიდან ამოღებული ექსტრაქტებით  დამზადდა. ლაბორატორიულ პირობეში გამოვცადეთ და ფაროსანას ლეტალობა იმ პრეპარატის (ბიფენტრინი) ლეტალობას გაუტოლდა, რომლითაც ფაროსანას ებრძვიან. ჩვენი ბიოპრეპარატი ეფექტიანობა 90%-ია. იგი გამოიყენება, როგორც პრევენციის მიზნით, ასევე სამკურნალოდ. სანამ ფაროსანა გააქტიურდება, მანამდე მისი გამოყენება უფრო ეფექტიანია“, - აცხადებს ჭირაქაძე.


მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბიოპრეპარატის გამოყენება მოხდა, სახელმწიფოს ხარჯები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვნად შემცირდება: „გარდა ამისა, ეს იქნება ეფექტური საშუალება და საჭირო არ გახდება, მისი განმეორებით მოხმარება“, - აღნიშნავს ჭირაქაძე.


ჭირაქაძის  ინფორმაციით, პრეპარატის შექმნის იდეა წლებია აქვთ, თუმცა სახელმწიფო დონეზე მეცნიერთა წინადადებებს ამ დრომდე არ განიხილავდნენ. ამ ეტაპზე კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.


არჩილ ჭირაქაძის თქმით, იმედი აქვთ, რომ ამჯერად სახელმწიფო დონეზე განიხილავენ მათ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხვა ზომებს მიმართავენ.  



„სამინისტროსთან ხშირად ვურთიერთობთ. თითქმის სამი წლის განმავლობაში ჩვენი აზრი, როგორც სამინისტროში, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოში არ გაითვალისწინეს. ჩვენს წინადადებებს გამოძახილი არ ჰქონია. ბოლო პერიოდში კი მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს შევხვდით და იმედი გაგვიჩნდა, რომ სამინისტროს მხრიდან ახლა მაინც იქნება ინტერესი. წინადადებებს კვლავ მივაწოდებთ და გვგონია, რომ გაამართლებს. თუ ისევ არ წამოვიდა მათგან პასუხი, უკვე სხვა ზომებს მივმართავთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - აცხადებს არჩილ ჭირაქაძე.


მისივე თქმით, პრეპარატი ჯერ გაყიდვაში არ არის, სანამ არ დარეგისტრირდება: „სახელმწიფოსგან შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით და იმედი გვაქვს, დაფინანსებას მივიღებთ, წარმოებამდე და გაყიდვამდე რომ მივიდეთ“, - აღნიშნავს ჭირაქაძე.


შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით თხილს და მანდარინს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 2016 წელს მავნებელმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარით დააზარალა, გასული წლის დაზუსტებული მონაცემები კი ჯერჯერობით არ არსებობს.


რაც შეეხება მომავალ წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მილიონ ჰექტრამდე ფართობი შეიწამლება. საერთო ჯამში კი, მომავალ წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს.


ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, სამინისტრო მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს ყველა კომპეტენტურ მხარესთან, მათ შორის, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერებთან. სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შექმნილია სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფი და უწყება მზად არის, წარმოდგენის შემთხვევაში განიხილოს ახალი წინადადებები მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები