„ეროვნულმა ბანკმა საგარეო ვალის გასტუმრების ერთჯერადი ტრანზაქციები უნდა დაარეგულიროს“  - ბესო ნამჩავაძე

„ეროვნულმა ბანკმა საგარეო ვალის გასტუმრების ერთჯერადი ტრანზაქციები უნდა დაარეგულიროს“ - ბესო ნამჩავაძე

access_time2018-01-11 09:00:30

საქართველოს მიმდინარე წელს 3,184 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის გასტუმრება მოუწევს, რაც  ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად აისახება. ეკონომისტები და ფინანსისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ლარის გაუფასურების მოკლევადიანი ტრენდი ხშირად ვალის გასტუმრების პერიოდზეა მიბმული. თუმცა ხელისუფებას და კერძოდ ეროვნულ ბანკს აქვთ პოზიცია, რომ ასეთ პერიოდში ბაზარზე სიტუაციას არეგულირებენ.


2017 წლის მეოთხე კვარტალში გადასახდელი საგარეო ვალის ოდენობამ 1.125 მილიარდი დოლარი შეადგინა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ლარის გაუფასურების პროცესიც. კერძოდ, 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ლარი დოლარის მიმართ 24 პუნქტით გაუფასურდა.  20 ოქტომბერს კურსი 2,48 ნიშნულზე იყო, 20 ნოემბერს კი - 2,72. უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ეს ორი ფაქტი, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია, თუმცა როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, საგარეო ვალის დაფარვის პერიოდში ლარის გაუფასურება ერთჯერადი გავლენა ნამდვილად არის.


 „საგარეო ვალის მხრივ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ნაკადები მოძრაობს. ქვეყნიდან სამი მილიარდი დოლარი რომ გავიდეს და შესაბამისი რაოდენობის დოლარი რომ არ შემოვიდეს, წარმოუდგენელი იქნება და ლარი გაუფასურდება. მაგრამ წინა წლებს თუ გადავხედავთ, საერთო ჯამში საგარეო ვალის გასტუმრება ლარის კურსზე მკვეთრად უარყოფითად არ მოქმედებს. გარკვეულ პერიოდებში და კვარტლებში შეიძლება იყოს დღეები და თვეები, როცა სახელმწიფოს თუ კერძო სექტორს ერთდროულად დიდი ნაკადის ვალის გასტუმრება უწევს და ამან ლარის კურსზე  გავლენა იქონიოს. თუმცა ეს არის ერთჯერადი გავლენა“, - აცხადებს ნამჩავაძე.


მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში სიტუაცია ეროვნულმა ბანკმა უნდა დააბალანსოს: „ასეთ შემთხვევაში, როცა ეროვნულ ბანკს ზუსტი ინფორმაცია აქვს, რომ გარკვეული ტრანზაქციებით მოსალოდნელია ლარის გაუფასურება, მან დოლარი უნდა გაყიდოს და ერთგვარი ისტერია ჩაახშოს. ეროვნულმა ბანკმა ვალის გასტუმრების ერთჯერადი ტრანზაქციები აუცილებლად უნდა დაარეგულიროს“, - აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.


რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას, ეკონომისტის განმარტებით, ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფომ ბერკეტის შემუშავება უნდა სცადოს.



„ხელისუფლებამ დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოს და გარკვეული რეგულაციები დააწესოს ვალის აღების დროს, ეკონომიკიური უსაფრთხოების კუთხით. რთულია შესაბამისი ბერკეტის გამონახვა, მაგრამ აუცილებელია რეგულაცია. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიას და კერძო ბანკს ვერ ეტყვი, რომ საზღვარგარეთ ფული აღარ ისესხოს. იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ შიდა კაპიტალის ბაზარი თანდათან გაიზარდოს და უცხოური  საკრედიტო ბაზარი ჩაანაცვლოს. ამდენად, ვალის აღება არა ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით მოუწევთ, რაც ეკონომიკისთვის თუ ლარის კურსისთვის საშიშროება აღარ იქნება“, - აცხადებს ბესო ნამჩავაძე.


რაც შეეხება საგარეო ვალის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე, მისი თქმით, საგარეო ვალს აქვს დადებითი გავლენა მაშინ, როდესაც ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა.  


„ვალის აღებას ეკონომიკაზე დადებითი გავლენა აქვს. კომპანიები ვალს იღებენ იმისთვის, რომ ახალი პროექტები გაკეთონ, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს. თუმცა პრობლემა არის იმაში, რომ ხშირად ეს ვალუტის კურსის ცვალებადობასთან არის კავშირში. ვალი კომპანიებს დოლარში აქვთ აღებული და შემოსავალი ლარში. თუ ლარი ძალიან გაუფასურდა, ვალზე მომსახურება უჭირთ. რაც უფრო იზრდება ვალი, ეკონომიკისთვის კარგი არ არის, რადგან ამ ვალსს დაფარვაც უნდა. შეიძლება ერთ დღესაც ვეღარ გადავიხადოთ, თუ მსოფლიო ან შიდა ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება. ასეთ დროს ვალი მძიმე ტვირთად იქცევა, ხოლო თუ ასეთი საფრთხები არ არსებობს, მაშინ ვალის აღება დიდი კატასტროფა არ არის“, - აცხადებს ნამჩავაძე.


მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ქვეყანა თუ კერძო სექტორი ვალს იღებს იმისთვისაც, რომ გარკვეულწილად წინა ვალები გადაფაროს და სიტუაცია დაბალანსდეს.


2018 წელს ქვეყანას 3,184 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის გასტუმრება მოუწევს. ეროვნული ბანკის მონაცემით, პირველ კვარტალში გადასახდელი თანხა ჯამში 1,078 მილიარდ დოლარს შეადგენს, მეორე კვარტალში — 1.008 მილიარდი დოლარს და 2018 წლის ბოლო თვეებში 1,097 მილიარდ დოლარს. ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამთავრობო სექტორის 97,8 მლნ დოლარის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს, ეროვნულ ბანკს - 0,6 მლრდ დოლარის, კომერციულ ბანკებს — 336,4 მლნ დოლარის. ამასთან, საგარეო ვალის განახლებული გრაფიკის მიხედვით სხვა სექტორს 445 მლნ დოლარის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს. პირდაპირი ინვესტიციები - კომპანიათაშორისი სესხებისთვის გადასახდელი თანხა 198,5 მლნ დოლარს შეადგენს.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები