ქაჯეთის ციხე და მეომრები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებით – ULTRA-ს ხის სათამაშო პატარებისთვის

ქაჯეთის ციხე და მეომრები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებით – ULTRA-ს ხის სათამაშო პატარებისთვის

access_time2018-01-13 14:00:58

ULTRA სარეკლამო კომპანიაა, თუმცა ახალი მიმართულებით გადაწყვიტა განვითარება და შექმნა ქართული პროდუქტი – ხის სათამაშო ციხესიმაგრე და მეომრები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებით. სათამაშო 5-12 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და სკოლამდელი ასაკიდან უზრუნველყოფს მათთვის მისაღები ფორმით ინფორმაციის მიწოდებას ქართული საგანძურის შესახებ. რატომ შეიქმნა სარეკლამო კომპანიის ფარგლებში ახალი ქართული სათამაშო? რამდენად უსაფრთხოა და როგორ პოზიციონირებს ბაზარზე პროდუქტი, ამ და სხვა საკითხებზე, მარკეტერი Ultra-ს დამფუძნებელს, დავით გიგაურს ესაუბრა:

 

 

„5 წლის ბავშვს არავინ უყვება ზღაპარს ვეფხისტყაოსანზე, ხოლო თამაშის პროცესში უფროსს უჩნდება შესაძლებლობა, გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს პატარას – ვინ იყო ვეფხისტყაოსანი, ან ავთანდილი და რატომ იღებდნენ ქაჯეთის ციხეს. ანუ, ბავშვს სკოლამდელი ასაკიდან ვაზიარებთ ჩვენს ყველაზე დიდ სულიერ საგანძურს და განვაწყობთ, რომ უფრო მეტი გაიგოს მისი გმირების შესახებ მომავალში“.

 

დავით გიგაური: „კომპანია Ultra მეორე წელია, რაც აქტიურად ოპერირებს. მანამდე იყო საგამომცემლო, პოლიგრაფიული და სხვა სარეკლამო კომპანიები. ჩვენი სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია – დაწყებული ქონსალტინგითა და დიზაინით, დამთავრებული სხვადასხვა გარე თუ შიდა გამოყენების სარეკლამო პროდუქციის შექმნით. ჩვენთან თანამშრომლობენ არქი ჯგუფი, ჯეოსელი, სტრადა მოტორსი, დიჯიტალ ტვ და სხვა. თრეფიკინგის სახელმწიფო ფონდისთვის დავგეგმეთ და განვახორციელეთ კამპანია „თქვი, რომ დაგეხმაროთ!“, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს ავტობუსებსა და მეტროებში განთავსებული ბანერებიდან“.

 

- იდეა როგორ გაჩნდა, რომ ახალი ქართული სათამაშო შეგექმნათ, რა საჭიროება დაინახეთ, ამ მხრივ, ბაზარზე? და სარეკლამო კომპანიის ფარგლებში რატომ გადაწყვიტეთ ახალი პროდუქტის შექმნა?


თავიდან გაჩნდა იდეა – საახალწლოდ შეგვექმნა რამე კარგი, პოზიტიური, ახალი, რაც, ერთი მხრივ, გაზრდიდა კომპანიის ცნობადობას და პოზიტიურად აისახებოდა იმიჯზე და, მეორე მხრივ, კომერციული შედეგიც ექნებოდა. კონცეფცია თავიდანვე გამორიცხავდა იაფფასიანი მასობრივი პროდუქტის შექმნას – ეს არ იქნებოდა იმ შედეგის მომტანი, რაც კომპანიამ დაისახა მიზნად და, ამავე დროს, ჩვენი საწარმოო და ადამიანური რესურსები მასობრივი წარმოებისთვის მზად არ იყო. სათამაშოს იდეა თავიდანვე წარმოიშვა. შემდეგ კი რამდენიმე იდეა გაერთიანდა და ნოემბრის შუა რიცხვებში პროექტმა საბოლოო სახე მიიღო.



 


- რა გამოარჩევს ბაზარზე თქვენს პროდუქტს? რამდენად უსაფრთხოა პატარებისთვის?


ეს არის პირველი სათამაშო, რომელიც ვეფხისტყაოსნის თემაზე შეიქმნა. ეს არის ყველაზე დიდი ციხესიმაგრე, რომელიც ბაზარზე იყიდება. მას მოყვება 25 მებრძოლი, რასაც, ასევე, ვერ ნახავთ ვერცერთ მსგავს პროდუქტში.

სათამაშო მთლიანად ხისაა და ასაწყობად საკმაოდ ადვილია – დეტალები ერთმანეთს ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების გარეშე უკავშირდება. თამაშის საბოლოო სახის მიღებაში აქტიურადაა ჩართული თავად ბავშვი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო მებრძოლებითაა დაკომპლექტებული, დეტალებს არ გააჩნია ბასრი, მახვილი დაბოლოება, რამაც შესაძლოა ბავშვი თამაშის დროს დააზიანოს. უამრავი ტესტი და ნიმუშის დამზადება დასჭირდა იმას, რომ საბოლოო პროდუქტი მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო.


- როგორ პოზიციონირებთ ბაზარზე? სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?


თავიდანვე ცხადი იყო, რომ სათამაშოს წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და საბოლოო პროდუქტიც მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდებოდა. თუმცა, როდესაც ბაზარზე არსებული პროდუქტები შევისწავლეთ, აღმოჩნდა რომ არჩევანი არც ისე დიდი იყო და თან ჩვენი პროდუქტი რამდენიმე პარამეტრით ჯობნიდა არსებულს. პროდუქტის რეალიზება ინტერნეტით ხდება და შეკვეთის შემთხვევაში კურიერი მას ადგილზე მიიტანს.


 

- სათამაშოების განვითარების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

როგორც მოგახსენეთ, სათამაშოს იდეა სპონტანურად გაჩნდა და ამ ბაზარზე შესვლა მიზანმიმართულად არ გვიფიქრია. თუმცა, გამოხმაურება იმდენად კარგი იყო, რომ ამჟამად, აქტიურად ვფიქრობთ შემდგომ ნაბიჯებზე. ამ მიმართულების განვითარება დამატებითი რესურსების მოძიებასა და საწარმოო სიმძლავრეების შექმნას უკავშირდება. ჩვენც ამით ვაპირებთ, რომ დავიწყოთ.


MARKETER



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები