პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ

პირველი ქართველი, ვინც ბიზნესი Amazon- ზე დაიწყო და მზადაა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ

access_time2018-01-13 16:00:23

ბევრი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ფიქრობს, რომ „ამაზონზე“ მხოლოდ დიდ და მასშტაბურ კომპანიებს აქვთ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. თქვენს ასეთ წარმოდგენას სრულიად შეცვლის პროგრამა ,,ამაზონ FBA“, რომლის საშუალებით ნებისმიერ მცირე მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საშუალება აქვს, თავად მოიძიოს ან დაამზადოს ამაზონზე გაყიდვადი ნებისმიერი სახის პროდუქტი. ამაზონი მიიღებს პროდუქტს, დაასაწყობებს, გაუგზავნის ადრესატს და პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაციასაც თავად უზრუნველყოფს.

 

ლევან მოლაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ბიზნესი ,,ამაზონ FBA”-ის პროგრამის მეშვეობით დაიწყო. ლევანმა საინვესტიციო ჯგუფ Kedari Ventures- სთან თანამშრომლობით ახლახანს შექმნა კომპანია Amazon Export Hub, რომელიც მსურველებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართავს და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარება.

 

”ამ პროგრამის შესახებ უკრაინელებისგან შევიტყვე მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტის კურსი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში დაეცა. პროგრამა ,,ამაზონ FBA” თანხის ამერიკულ ვალუტაში გამომუშავების კარგი საშუალებაა,” - განმარტავას Amazon Export Hub-ის თანადამფუძნებელი ლევან მოლაშვილი.

 

მოგვიყევით ,,ამაზონ FBA-ს” პროგრამის შესახებ. რით განსხვავდება ის ”ამაზონზე” პროდუქციის ტრადიციული გაყიდვისგან და რა არის მისი უპირატესობები?

  

პროექტი ,,ამაზონ FBA“ -ის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ელექტრონული კომერციით და პროდუქტის გაყიდვით გლობალურ ბაზარზე, საშუალება ეძლევა შეისწავლოს საქმე მარტივად და განახორციელოს მომგებიანი სავაჭრო ოპერაციები უდიდეს სავაჭრო პლატფორმა ამაზონზე.

 

პროგრამაში ჩართვა მარტივია იმიტომ რომ შესაძლებელია ნებისმიერმა მსურველმა გააგზავნოს ამაზონზე პროდუქციის მინიმალური რაოდენობა, შესაბამისად ინვესტირებისთვის საჭიროა მცირე თანხა, ამაზონის საწყობში პროდუქციის განთავსება და დასაწყობება ყოველთვიურად მხოლოდ 40 დოლარი ღირს, რაც ამ პროცესს ფინანსურად ძალიან ხელსაყრელს და ხელმისაწვდომს ხდის.



საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა იყოს რომ ამაზონზე ბიზნესის წარმოებით შემოსავლის მიღება ამერიკული ვალუტაშია შესაძლებელი, შესაბამისად ქართულ ვალუტაში კონვერტაციის შემდეგ მოგების საკმაოდ მაღალი მარჟის დატოვებაა შესაძლებელი.

 

 

 

საქართველო რამდენადა აქტიურად არის ჩართული ”ამაზონ FBA” პროგრამაში?

 

სამწუხაროდ, საქართველო ძალიან მცირედით არის ჩართული ამ პროცესში. ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქები უკვე აქტიურად ჩაერთნენ პროგრამაში და სოლიდურ მოგებასაც ნახულობენ საქმიანობით. შეიძლება ითქვას რომ ინფორმაციული ნაკლებობის და ტექნიკური ცოდნის სიმწირის გამო ”ამაზონის” ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა აუთვისებელია. ჩემი ინფორმაციით ამ საქმიანობით დაკავებული ქართველების მცირე რაოდენობა ცხოვრობს და მოღვაწეობს უცხოეთში, შესაბამისად ისინი ვერ უზიარებენ ცოდნას საქართველოს მოქალაქეებს. მოკლედ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო და ზოგადად, კავკასიის რეგიონი პრაქტიკულად არ არის ჩართული ამ პროცესში.

 

თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელმაც ”ამაზონ FBA” პროგრამაში მიიღეთ მონაწილეობა. მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ

 

ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა, ტრენინგები გავიარე უკრაინაში პროფესიონალების გუნდთან, დეტალურად შევისწავლე საქმის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მხარე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთე პირველი პროექტი: გავაგზავნე ნატურალური პროდუქციის ხელნაკეთი ნივთები, რომელთა დამზადებაც რეალურად დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა და ”ამაზონზე” საკმაოდ ძვირად ფასობდა. ჩვენი პირველი პროდუქტი, რაც ”ამაზონზე” გავყიდეთ იყო თიხის ნივთები, რომლებიც საქართველოში 1 ლარად დავამზადეთ და დღემდე ვყიდით 12,59 დოლარად. შემდეგ დაემატა ხის პროდუქცია, რაც ასევე საკმაოდ წარმატებით იყიდება.

 


პირველი წარმატების შემდეგ შექმენით კომპანია Amazon Export Hub. რა მიმართულებით საქმიანობს თქვენი კომპანია?

 

მას შემდეგ რაც წარმატებით გავაგზავნე ამაზონზე რამოდენიმე პროდუქტი, მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო საქართველოს მოქალაქეებსაც. ამისათვის დავაარსეთ კომპანია Amazon Export Hub. აქცენტი გაკეთდება 3 მიმართულებაზე. პირველ რიგში ეს არის სწავლება. კურსი მოიცავს რეგისტრაციის პროცესის პრაქტიკულ განხორციელებას, ბაზრის ანალიზს, ლოჯისტიკასა და კოდების სისტემაში დახმარებას, ამასთანავე, საწყობების კონტროლსა და განთავსებული განცხადების (,,ლისტინგის) საძიებო სისტემაში წინა პოზიციებზე წაწევას (SEO, დარანკვა). ასევე მომხმარებლებს შევთავაზებთ საშუამავლო-საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოემსახურება მსურველებს სასურველი პროდუქტი გააგზავნონ და გაყიდონ ამაზონის პლატფორმაზე. ხოლო მათ, ვისაც იდეები აქვს და მისი განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, მათი იდეების განხილვას და დაფინანსებას ვთავაზობთ.

 

ბიზნესპრესნიუსი 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები