თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს

თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს

access_time2018-01-09 16:44:18

თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა.

 

 

„გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ქოროღლის ციხის განათება, რაც ჩვენი აზრით, კოჯრის, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

 

მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.


 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, რათა სამუშაოების განხორციელება უფრო ეფექტურად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს", - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.

 

 

ქოროღლის ციხე კოჯორში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას „აგარათა" ციხეს უწოდებდნენ, შუა საუკუნეებისთვის კი - „აზეულას." ციხის საბოლოო სახელი „ქოროღლი" (აზერბაიჯანულად ქორ - ბრმა), მე-18 საუკუნეში გაჩნდა, რომელიც აზეულას ტყისთვის თავშეფარებულ განდეგილთან დაკავშირებულ თქმულებას უკავშირდება.

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები