პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოში შემოსვლის საკითხი ოქტომბერში გაირკვევა

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოში შემოსვლის საკითხი ოქტომბერში გაირკვევა

access_time2018-01-10 09:40:50

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოსაყვანად მოლაპარაკებები გრძელდება. საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებები იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის აქტიურად მიმდინარეობს.


„შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მხარე მონდომებულია და საქმიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ -აცხადებს ფადი ასლი.


მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საერთშორისო სავაჭრო პალატის წარმომდგენლები შედიან, უკვე შედგა. ირკვევა, რომ ახალი საკანონდებლო ცვლილებები მომზადდა და განხილვაც მიმდინარეობს.


საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ 2018 წლის ოქტომბრისთვის მთავრობასა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას შორის შეთანხმება გაფორმდება.



საარბიტრაჟო სასამართლოს შემოყვანას საერთაშორისო სავაჭრო პალატა ბოლო ერთი წელია ცდილობს. ცნობილია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლებმა სპეციალური წერილით გიორგი კვირიკაშვილისაც მიმართეს. საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოსვლა ნიშნავს, რომ მომავალში ბიზნესდავებს მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული არბიტრები განიხილავენ.



ავტორი: სალომე სოსელია



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები