ქართული CROSTY: „ჩვენ GIVENCHY-ს, BALENCIAGA-ს და PRADA-ს ვუწევთ კონკურენციას“

ქართული CROSTY: „ჩვენ GIVENCHY-ს, BALENCIAGA-ს და PRADA-ს ვუწევთ კონკურენციას“

access_time2017-09-27 18:00:32

2015 წელს შექმნილი ფეხსაცმელების ქართული ბრენდი CROSTY უკვე ექსპორტზე გადის. როგორც კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი მიქაია აცხადებს, მათ მიერ შექმნილი პროდუქცია პოპულარული მალევე გახდა და დღეს ის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს უწევს კონკურენციაც.

 

 „CROSTY იმიტომ შევქმენით, რომ რეალურად ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქცია არ არსებობდა.“ - განუცხადა „კომერსანტს“ გიორგი მიქაიამ.

 

-ქართულ ბაზარზე სრულიად განსხვავებული კონცეფციის კედების ბრენდი CROSTY შემოვიდა და მან საზოგადოებაში წარმატებას მცირე დროში მიაღწია. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის მისი შექმნი ისტორია. უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველს ძმების მიერ დაფუძნებული ბრენდის შესახებ...

 

-CROSTY-ს შექმნის იდეა მე და ჩემ ძმას 2015 წელს გაგვიჩნდა. ყოველთვის გვქონდა ინტერესი, რომ მსგავსი პროდუქცია გვეწარმოებინა და მას ფართო მასშტაბები მოეცვა. კომპანიის კონცეფციის ჩამოყალიბების შემდგომ დავიწყეთ მუშაობა და კომპანიამ 2016 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაიწყო გაყიდვები. ბიზნესი საკუთარი კაპიტალით წამოვიწყეთ, ხოლო შემდგომ, როდესაც ბრენდი საბოლოოდ ჩამოყალიბდა უკვე პარტნიორებთან თანამშრომლობაც დავიწყეთ.

 

თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი, რომ კომპანია მასშტაბური უნდა ყოფილიყო და პროდუქცია აუცილებლად უცხოეთის ბაზარზე უნდა გაგვეტანა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ხარისხის პროდუქცია უნდა გვეწარმოებინა, რათა კონკურენცია ცნობილი ბრენდებისთვის გაგვეწია. ქართველი მომხმარებლისთვის ფასები 850-დან 950-ლარამდე მერყეობს. კედების დიზაინს თავად ვქმნი, ხოლო პროდუქცია ქუთაისში იკერება.

 

width=501


-CROSTY ფერადია და თუნდაც ამ ნიშით დღეს ბაზარზე არსებული პროდუქციისგან სრულიად განსხვავდება. როგორ მიიღო ის ქართველმა მომხმარებელმა?

 

-თავიდანვე ჩვენი ამომავალი წერტილი მხოლოდ ქართველი მომხმარებელი არ ყოფილა და ჩვენი მიზნები უფრო გლობალური იყო. რა თქმა უნდა, ქართველმა მომხმარებელმა ეს ყველაფერი მიიღო. როდესაც ჩვენ CROSTY სხვა უცხოურ ცნობილ ბრენდებს შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ მსგავსი ფერები არცერთ მათგანს არ ჰქონდა და ეს მნიშვნელოვანი ნიშა დავიჭირეთ. საბოლოო ეტაპზე კი მხოლოდ ის ხარისხი უნდა მიგვეღო, რაც სხვა მსოფლიო ბრენდებს ჰქონდათ. ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

თავდაპირველად რა თქმა უნდა, იყო ექსპერიმენტები და სასურველი შედეგის დადება მაშინვე ვერ მოვახერხეთ, თუმცა დროთა განმავლობაში მივიღეთ ის ხარისხი, რაც გვსურდა. პროდუქციის 49%-ი თბილისში იყიდება, ასეთ შედეგს ამ ეტაპზე არ ველოდით.

 


-სირთულეები ბიზნესში მუდმივად იჩნეს თავს. საინტერესოა თქვენ შემთვევაში ძირითადად რა სახის სირთულეებთან გაქვთ შეხება და როგორ უმკლავდება კომპანია ამ ყველაფერს?

 

-ჩვენ შემთხვევაში სირთულე არის ის, რომ საქართველოდან პროდუქციის ექსპორტზე გატანა მარტივი არ არის. ამერიკაში დიდი ოდენობით პროდუქციას ვგზავნით და ძალიან ძვირი გვიჯდება. ეს რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს. ასევე აუცილებელია პროდუქციის გარდა ბაზარზე ქვეყანას ჰქონდეს სახელი დამკვიდრებული. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

 

 

-როგორც აღნიშნეთ CROSTY ექსპორტზე გაგაქვთ. ძირითადად რომელ ქვეყნებში შედის თქვენი პროდუქცია და კონკრეტულად რომელ მსოფლიო ბრენდებს უწევს ის კონკურენციას? ასევე, როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ უცხოეთის ბაზრებზე?

 

-ჩვენ იგივე ხარისხის ფეხსაცმელი გვაქვს, რასაც აწარმოებს: GIVENCHY, PHILIPP PLEIN, BALENCIAGA და PRADA. შესაძლოა, ხარისხით ჩვენ მათზე უკეთესებიც ვიყოთ. უცხოეთში კედების ფასი 250-300$-მდე მერყეობს. მასალა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი პროდუქცია იკერება, იტალიიდან ჩამოდის. დღეს სულ 16 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები. მაგალითად, ამერიკაში, შვედეთში, ბელარუსში, ახალ წლამდე კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში გაიყიდება ჩვენი ნაწარმი. სამომავლოდ, ტოკიოსა და ნიუ-იორკის პრესტიჟულ მაღაზიებში ვაპირებთ შესვლას.

 

მეზობელ ქვეყნებში პროდუქციის შეტანას არ ვგეგმავთ, რადგან მათ საკუთარი პოლიტიკა აქვთ ბიზნესის მიმართ, რაც ჩვენ არ გვაწყობს. ვთვლი, რომ გეგმამ, რომელიც ჩვენ გვქონდა, შესრულდა. უცხოელ მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია აინტერესებს.

 width=500

 

-CROSTY საქართველოში იკერება, თუმცა ნედლეული იტალიიდან ჩამოდის. საქართველოში პრობლემაა ხარისხიანი ნედლეულის შეძენა?

 

–იტალიიდან ტყავის ჩამოგვაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ნედლეულის მოვლის სხვა კულტურაა. როდესაც გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ შენი პროდუქცია მსოფლიო ბრენდების გვერდით იდოს, საჭიროა ტყავიც შესაბამისი იყოს.

 

-რაც შეეხება კადრების პროფესიონალიზმს...

 

– საქართველოში პროფესიონალი კადრების პრობლემა ნაკლებად დგას, აქ უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გამოცდილების პრობლემაა. ამ ყველაფრის სწავლა არ ხდება ქვეყანაში და შესაბამისად, ამ დარგში კადრები ვერ ვითარდებიან. ამ ყველაფერზე მოთხოვნა უნდა გაჩნდეს. ჩვენ იტალიაში წარმოების პროცესს ვუყურეთ და სწორედ ეს გამოცდილება დავნერგეთ კომპანიაში.

 

 

width=731

 

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

 

 



კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები