ევროკავშირის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე  პროექტის ფარგლებში შექმნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უნიკალურ მოდელს სახელმწიფო გადაიბარებს

ევროკავშირის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უნიკალურ მოდელს სახელმწიფო გადაიბარებს

access_time2017-09-13 10:25:43

დღეს, სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

 

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხების გენერალური დირექტორმა ქრისტიან დენიელსონმა ღონიძიება გახსნა.

 

ოთხ სამიზნე რეგიონში პროექტის საბოლოო შედეგები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა, ლია კილაძემ წარმოადგინა და ორი წლის განმავლობაში რეგიონებში  არსებული  გამოწვევების, დაძლეული და დასაძლევი ბარიერების შესახებ ისაუბრა.  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული უნიკალური დასაქმების მოდელის მდგრადობაზე ისაუბრა, რომელსაც პროექტის დასრულების შემდგომ სახელმწიფო ოფიციალურად გადაიბარებს.

 

ასევე სიტყვით წარსდგნენ პროექტის ფარგლებში დასაქმებულები თემო არაბიძე და მირიან გოგებაშივილი.

 


ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურის საუკეთესო რადიონამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი, 2017  წლის საუკეთესო დამსაქმებლები და წლის მხარდამჭერი  დაჯილდოვდნენ. აგრეთვე შედგა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა. 

 

სტუმრის სტატუსით ღინისძიებას სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი  თვითმართველობების წარმომადგენლები,  ევროკავშირის დელეგატები საქართველოში, დამსაქმებლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.

 

ღონისძება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება  და ლობირება“ ფარგლებში.  პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის  პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

 

პროექტი ხორციელდება 2015 წლის 1 სექტემბრიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 377,981 ევროს (982,750 ექ. ლარში). პროექტის მიზანია შშმ პირთა პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა.

 

პროექტი ხორციელდება  განათლების განვითარების და დასაქმების, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების  და  ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის  საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ პარტნიორობით.

 

 https://www.youtube.com/watch?v=VOd_Z-0s4xE

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები