„ჩვენმა სამუშაოებმა შესაძლოა გარკვეული მშენებებლობები და ნებართვები შეაჩეროს, მაგრამ ეს ქალაქის კეთილმოწყობას ემსახურება“

„ჩვენმა სამუშაოებმა შესაძლოა გარკვეული მშენებებლობები და ნებართვები შეაჩეროს, მაგრამ ეს ქალაქის კეთილმოწყობას ემსახურება“

access_time2018-04-17 10:54:29

დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისი მერმა კახა კალაძემ დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ზოგიერთი პროექტის გამო შესაძლოა შეჩერდეს გარკვეული მშენებლობა ან არ გაიცეს ნებართვები, თუმცა ეს ყველაფერი  ქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობას ემსახურება.


„როცა ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკევული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არგაცემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება. შესაძლოა მოგვიწიოს ხეების გადარგვაც,  მოჭრაც, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და არ მოგვერიდოს გადაწყვეტილებების მიღება“,- განმარტავს კახა კალაძე.


რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, თბილისის მერმა ახალი სატრანსპორტო კვანძის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისივე თმით, ცინცაძე-კარტოზიას პროექტმა შესაძლოა გააჩინოს კითვები საზოგადოებაში, თუმცა ქალაქი ვერ დარჩება იმ დროში, როცა 50 წლის წინ მხოლდო რამდენიმე მანქანა გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში.



„ჩვენ დღეს ვიწყებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სტარანსპორტო კვანძი. კერძოდ ცინცაძე-კარტოზიას პროექტი მაქვს მხედველობაში. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მლნ. 700 ათასი ლარი დაჯდება  და მის დასრულებას 5 თვე დასჭირდება. შედეგად მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტო-სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და თავისუფლად მოძრაობას. მსგავსი პროექტიები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი , ურბანული საჭიროებები მოწესწრიგებული იყოს ქალაქში. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. შეიძლება გაჩნდეს კითხვები მასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ნამდვილად ვერ მოვერიდებით გადაწყევტილებების მიღებას და ვერ დავრჩებით იქ, როცა 50 წლის წინ რამდენიმე მანქანა რომ დაიოდა  დედაქალში. შესაბამისად გვიწევს მსგავსი გადაწყევტილებების მიღება“,- განმარტავს კალაძე.


კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ზოგიერთ ქუჩაზე მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების არსებობაზე. მისი თქმით, აღნიშნული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც მოქალქეებისთვის, ისე ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების კუთხით.


„დედაქალქის ზოგიერთ რაიონში და კონკრეტულ ქუჩებზე მაღალი ელექტროგადამცემი ხაზებია, რაც სეიროზული პროებლებაა არამხოლოდ იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით.  როგორც ვიცი თელასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ამ ხაზების მიწაში ჩადება მოხდეს. შედეგად ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ქუჩებზე დიდ მოცულობას,რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას. მინდა მადლობა გადავუხადო თელასს თანამშორმლობისთვის და იმედია, მალე ჩატარდება ეს სამუშაოები. საუბარია კონკრეტულად ოდიშელიძის,  საირმის, ტაშკენტისა და საბურთალოს ქუჩებზე“,-განმარტავს კალაძე.

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები