ბილ გეიტსის განცხადებით, იგი გენმოდიფიცირებულ საკვებში არა საფრთხეს, არამედ მსოფლიოში მშიერი ადამიანების შესამცირებელ საშუალებას ხედავს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გეიტსმა. Reddit-ზე დაპოსტა.
Microsoft-ის დამფუძნებლის მოსაზრება საკმაოდ საკამათოა, ვინაიდან გენმოდიფიცირებულ საკვებს ბევრი ადამიანი არაჯანსაღსა და სახიფათოს უწოდებს. მეორე მხრივ, გენმოდიფიცირებულ საკვებს უსაფრთხო ისეთმა კვლევითმა ორგანიზაციებმა უწოდეს, როგორებიცაა აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაცია და ევროკომისია.
„გენმოდიფიცირებული საკვები ჯანსაღია. იმ შემთხვევაში, თუკი მას სწორი მიმართულებით გამოვიყენებთ, მისი დახმარებით მსოფლიოში ნაკლები მშიერი ადამიანი იქნება. სრულებით არ უგულებელვყოფ არაგენმოდიფიცირებულ საკვებს, მაგრამ მცდარია მოსაზრება, რომ იგი გენმოდიფიცირებულზე უკეთესია,“ მიიჩნევს გეიტსი.