დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა

დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა

access_time2018-04-16 12:17:37

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი  გამწვანების მიზნით, თბილისს აჩუქა.

 

ფიჭვის ნერგები თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიასა და  ლისის  ტბის  მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლებმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ვანგ შენგსინმა და ფრანგული კინო-სკოლის დირექტორმა, რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა მიიღეს.

 

დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად, თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოებაში  წვლილის შეტანას. „მეხუთე წელია გრძელდება ეს ტრადიცია. ჩემი ეზოდან გადმომაქვს ნერგები და ამ აქციით ვცდილობ,  ჩემს შვილებთან ერთად, მცირეოდენი წვლილი შევიტანო თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ მწვანე საფარის შენარჩუნებაზე, რათა ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ,“ აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი უკვე მეხუთე წელია რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგებს თბილისის შემოგარენში რგავს. „გაამწვანე შენი ქალაქი“ აქციას ტრადიციას საფუძველი კომპანია „ჰუალინგის“ პრეზიდენტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაჭაში სტუმრობის დროს ჩაეყარა. თბილისის ზღვაზე „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ათასობით უნიკალური ჯიშის ნერგი უკვე დაირგა.

 

დავით საგანელიძემ 5000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გასულ წელს თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი ლისი დეველოპმენტის ტერიტორიაზე მდებარე რეზო გელაშვილის სახელობის პარკშიც დაირგა. გასულ წელს აქციაში მონაწილეობა თბილისის ხელისუფლების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, „თი-ბი-სი ბანკისა” და “ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.




კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები