საგზაო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ხერგიანი   ბრალდებებს   „კომერსანტთან“  პასუხობს

საგზაო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ხერგიანი ბრალდებებს „კომერსანტთან“ პასუხობს

access_time2018-04-13 09:00:39

 საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხერგიანი „კომერსანტთან“  მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ   ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში ის კორუფციის სავარაუდო სქემებში მონაწილეობდა.


გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო სქემა, რომლითაც სამინისტროს მიერ კონკრეტულ კომპანიებზე ტენდერების განაწილება და მათი შესრულება ხდება გამოიყურება ასე: 1) მაღალჩინოსნები, რომლებიც სატენდერო კომისიების წევრები არიან გადადიან იმ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოსტებზე, რომელთა გამარჯვებასაც ხმა მისცეს. 2) იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ტენდერებს იგებენ სამუშაოდ სამინისტროში გადადიან.


ერთ-ერთ მაგალითად, კი საგზაო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხერგიანიცაა დასახელებული, რომელიც  სამუშაოდ გადავიდა კომპანია „დოჰვა ინჟინერინგში“.  გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია  საგზაო სამუშაოების შესრულებას უწევს მონიტორინგს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ხერგიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც აღნიშნულ კომპანიას ტენდერები მოაგებინა.



ხერგიანი დღეს „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ის საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2015 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე პერიოდში იყო. შესაბამისად, ინფორმაცია   და პასუხის გაცემა მხოლოდ დასახელებულ პერიოდში არსებულ საკითხებზე და „ქეისებზე“  შეუძლია.


ბრალდება N1 -საგზაო დეპარტამენტში ტენდერები მიკერძოებულად ტარდებოდა


ხერგიანის განცხადებით, საგზაო დეპარტმანეტში ტენდერები ელექტრონულად ტარდება და ასეთ პირობებში რთულია ისაუბრო მიკერძოებაზე. ხერგიანის განცხადებით,  ყველაფერი გამჭირვალეა, არის ელექტრონული სისტემა და საეჭვოა იქ კორუფციული სქემები მოქმედებდეს. რაც შეეხება საერთაშორისო ტენდერებს, ეს ხორციელდება  დონორების დახმარებით, რაც კორუფციულ სქემებს მითუმეტეს გამორიცხავს.


 

„დონორი როდესაც ამ შესყიდვას ახორციელებს მშენებლობის მონიტორინგსაც ის ახორცილებს. შესაბამისად, დონორის წარმომადგენელ კონსულტანტს პასუხისმგებლობა აქვს შესყიდვაზე საგზაო დეპარტმანეტის თანამშრომლებთან ერთად. სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ  იგზავნება დონორთან, რომელიც ამოწმებს იმას, თუ რამდენად სწორადაა შესყიდვა განხორციელებული. საკმაოდ რთული სისტემაა და ჩემი აზრით, იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც მე ვმუშაობდი, კორუფციის რისკები საკმაოდ იყო შემცირებული“-აცხადებს ხერგიანი.


 

ბრალდება N2 - საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომისია ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას და ახდენდა ცვლილებებს უკვე არსებულ ტენდერში

 

ხერგიანის განცხადებით, საგზაო დეპარტამენტში კონტრაქტები ხორციელდება დონორების წესებით, ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) წითელი წიგნის მიხედვით. FIDIC-ის კონტარქტით, პროექტების განხორციელება განსხვავდება საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებული მშენებლობის პროცედურებისგან. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა FIDIC-ის კონტარქტშია ჩადებული.


„კონტარქტორს უფლება აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული შემოთავზება, რაც შეიძლება დამკვეთმა და ზედამხედველმა განიხილოს. ის ეთანხმება იმ შემთხვევაში თუ ის ხედავს რომ არის ეკონომია, ან მშენებლობის ვადის შემცირება. სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობაც ამ კონტრაქტით ხორციელდება“-აცხადებს ხერგიანი.




ბრალდება N3 - სინოჰიდროს“  მიერ საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის პროცესში  უხეში დარღვევები


 

ხერგიანის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ გზის პროექტში შეიცვალა ხიმინჯები  იმიტომ, რომ ხიმინჯები ძვირია, შედეგად, გამოყენებული იქნა  და   უფრო იაფი ვარიანტი. ხერგიანი აცხადებს, რომ არსებულ პროექტში გარკვეული ხარვეზები იყო, რაც პროექტის განხორციელებას პრობლემას უქმნიდა (დროში გაჭიანურდებოდა). ხერგიანის ონფორმაციით,  სავარაუდოდ, გზების დეპარტამენტი მაშინ ცვლილების განხორციელებას დათანხმდა. „როდესაც საგზაო დეპარტამენტში ვმუშაობდი  ბენეფიტი იყო ის, რომ მშენებლობის პროცესი წარიმართებოდა გაცილებით სწრაფად, ხარისხიანად და ნაკლები დანახარჯებით. რაც შეეხება ვერტიკალურ დრენაჟებს მათი გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო ამას ამტკიცებენ საერთაშორისო კომპანიებიც. 


მისივე განცხადებით, „სინოჰიდროს„ საქართველოში  საქმიანობის გააქტიურებიდან ის საგზო დეპარტმანეტში აღარ მუშაობდა.  


ბრალდება N4 - კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის მიერ 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე დაიწყო


ხერგიანის განმარტებით, სამშენებლო ობიექტის ნებართვა  თავიდანვე გაიცემა. კონკრეტულ  სამშენებლო ობიექტს მშენებლობის ნებართვა მიღებული აქვს და პროექტი ფიდიკის მიხედვით ხორციელდება“-აცხადებს ხერგიანი.

 

 

არსებობს ტექნიკური საბჭო,სადაც გაწვრიანებულია ქართული საპროექტო კომპანიები, დამოუკდიებელი ექსპერტებისგან, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.


როგორც ცნობილია, „აფბა “ აცხადებს, რომ ჩინური კომპანია „ სინოჰიდროს“  მიერ საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის პროცესში  უხეში დარღვევები ფიქსირდება  და საქმნე გვაქვს უხარისხო მშენებლობასთან,  რის გამოც უკვე აშენებული გზების დიდი ნაწილი თავიდან ითხოვს რემონტს და მშენებარე გზებზე კი ექსპერტიზის არგავლის გამო, ხდება ხიდებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ჩატეხვა, ჭაობში ჩაძირვა და ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვეტა მათი ყანებიდან და საძოვრებიდად. ამის საპასუხოდ ხერგიანი განმარტავს, რომ   სინოჰიდროს საქმიანობის აქტიური დაწყებიდან  მშენებლობის დროს ის საგზო დეპარტმანეტში აღარ მუშაობდა.  

 

„რაც შეეხება სამშენებლო ობიექტის ნებართვას, ეს გაიცემა თავიდანვე.სამშენებლო ობიექტს მშენებლობის ნებართვა მიღებული აქვს. პროექტი FIDIC-ის მიხედვით ხორციელდება“-აცხადებს ხერგიანი.

 

ბრალდება N5 – საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ასაქმებენ. ირაკლი ხერგიანი - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიადოჰვაინჟინერინგში“, კომპანიაში, რომელიც ზედამხედველობას უწევდა თბილისი-რუსთავის გზას, ქობულეთის შემოვლით გზას და საქართველოს 10 შიდა და მეორადი გზის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა აქვს აღებული.



ხერგიანის განმარტებით, როდესაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქრტრის სამინისტროში მინისტრად ზურაბ ალავიძე მოვიდა, მას  დაახლოებით 1.5 თვეში სამსახურის დატოვება მოუწია.



„განათლებით ინჟინერი ვარ და  ერთი პროფესია მაქვს. საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კერძო კომპანიებისგან შემოთავაზება მქონდა. სიცრუეა ის, რომ  ჩემი საგზო დეპატმანეტში მუშაობის დროს, კომპანია „დოჰა ინჟნერიგნს“ გარკვეული ტენდერები მოვაგებინე და მერე მათთან სამუშაოდ გადავედი. ეს სრული აბსურდია.

 

როდესაც მე სატენდერო კომისიის წევრი ვიყავი „დოჰა ინჟნერინგს“  საგზაო დეპარტამენტში არცერთი პროექტი არ მოუგია. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. მაშინ  მე სატენდერო კომისიის წევრი საერთოდ არ ვყოფილვარ.  თბილისის რუსთავის გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანაებული პროექტია და შესაბამისად, მასზე ეს უწყებაა პასუხისმგებელი. ამათთან ვერანაირი კავშირი ვერ მექნებოდა. რაც შეეხება იმ 10 პროექტს და მათზე ზედამხედველობას,  როდესაც „დოჰა ინჟინერინგმა“  ეს პროექტი მოიგო, მე მსოფლიო ბანკის კონსულტანტი ვიყავი სამშენებლო სფეროში. ამ ბრალდებას სრულიად ვემიჯნები“-აცხადებს ხერგიანი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 

 




კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“
person access_time2018-04-24 20:00:00
„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავეებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება...

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება

კაზინო „ავიატორი“ ორ კვირაში გაიხსნება
person access_time2018-04-24 18:00:00
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ორ კვირაში „გამომცემლობა სამშობლოს“ ყოფილ შენობაში Adjara Group-ი კაზინო „ავიატორს“ გახსნის. აღნიშნულს კომპანიაში უარყოფენ, ასევე არ ასახელებენ სასტუმრო „სტამბას“ გახსნის ზუსტ თარიღს.   როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებდა, სასტუმრო „სტამბას“ შენობაში კაზინო „ავიატორის“ განთავსება 800 კვადრატულ მეტრზე იგეგმებოდა და ის ბაზარზე არსებულისგან სრულიად...

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება

გამყოფი ხაზების გასწვრივ მოვაჭრე პირებისთვის შეღავათები დაწესდება
person access_time2018-04-24 17:30:00
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი შესაძლებლობებისთვის კანონპროექტი მზადდება.  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირად ნომერს მიანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ლეგიტიმურად...


მსგავსი სიახლეები