თბილისში, 49 ოჯახს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდა

access_time2018-01-13 19:14:10

თბილისის მერი კახა კალაძე, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდათ.

 

 

ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩების მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ, თუმცა სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

 

 

თბილისის მერის განცხადებით, პრობლემა, რომელიც ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს აწუხებდათ, მისი საარჩევნო დაპირების შესაბამისად გადაჭრილია.

 

 


„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო დაკანონება, როგორც მიწების, ასევე საცხოვრებელი ფართების, სადაც მოქალაქეები წლებია ცხოვრობენ და თაობები გაზარდეს. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. 49 ოჯახია, ვისაც მიწები დაუკანონდათ და საკუთრებაში გადაეცემათ. ისედაც მათი იყო, უბრალოდ დაკანონებული არ ჰქონდათ, რის გამოც, ძალიან ბევრ პრობლემებს აწყდებოდნენ. როცა რამის აშენება სჭირდებოდათ, შეუძლებელი იყო, რადგან ეს ყველაფერი უკანონოდ ითვლებოდა. დღეიდან, ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ მიწაზე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ სურთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ისნის რაიონში, მეტროს სამშენებლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისთვის ე.წ. ფინური სახლების მშენებლობა 1952 წელს დაიწყო. თითოეულ ფინურ სახლს 300-დან 600 კვადრატულ მეტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აქვს, სადაც ორი ან სამი ოჯახი ცხოვრობს.

 

 

მიმდინარე წლის 10 იანვარს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩებზე არსებულ 24 „ფინურ სახლში" მცხოვრებ 49 ოჯახს, რომლებმაც სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცათ.

 

 

 

 

 



კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები