ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა

access_time2018-01-13 18:51:56

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა, - ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

 

 

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნისლის გამო სამი რეისი გაუქმდა, თუმცა, მოგვიანებით, ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსმა" მიიღო გადაწყვეტილება, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი შეესრულებინა.

 

 

აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, თავდაპირველად გადამისამართდა ხუთი რეისი, თუმცა, მოგვიანებით, სოჭიდან თბილისისკენ მომავალმა თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომა შეძლო.

 

 

გადამისამართებულ რეისებს რაც შეეხება, თითოეული ავიაკომპანია თავად გადაწყვეტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.


 

 

როგორც ცნობილია, ორი რეისი - მოსკოვი-თბილისი და კიევი-თბილისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა.

 

 

თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა ნისლის გამო, დღის გარკვეულ მონაკვეთში იყო შეფერხებები.

 

 

1tv.ge

 

 

 

 

 



„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები