„მთავრობამ ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ამოქმედებით საფინანსო ბაზარს კიდევ უფრო გაზრდის საშუალება მისცა“

access_time2018-01-12 09:00:54

„მთავრობამ ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ამოქმედებით მიიღო ფისკალური ეფექტი, ხოლო საფინანსო სექტორს ბაზრის კიდევ უფრო გაზრდის საშუალება მისცა“-ასე აფასებს ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ერთი წლის თავზე ცვლილების ამოქმედებას.


ტრაპაიძის შეფასებით, 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული ცვლილება დღემდე პრობლემურად რჩება. მისი ინფორმაციით, კომპანიამ პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასაც“ მიმართა, მათ მთავრობასთან შუამდგომლობა და დამხრება სთხოვა, თუმცა, უშედეგოდ. ტრაპაიძის ინფორმაციით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრამ კომპანიებში თავისუფალი სახსრების დეფიციტი გაჩინა, ამან კი საფინანსო სექტორს კიდევ უფრო გაზრდაში ხელი შეუწყო.


„წარმოიდგინეთ, ის 18 პროცენტი, რომელიც პროექტის განვითარებისკენ და სისწრაფისკენ იყო მიმართული, ახლა საბრუნავად აღარ  გვაქვს. მისი  მოძიება  საბანკო სექტორში გვიხდება. საბანკო რესურსი კი დამატებითი ვალდებულება და ხარჯია“-აცხადებს ტრაპაიძე.


მისი განცხადებით,  მთავრობამ ერთის მხრივ, შეავსო ბიუჯეტი და მეორეს მხრივ, საფინანსო ინსტიტუტებს ბაზრის გაფართოების საშუალება მისცა.



ტრაპაიძის განცხადებით, ეს ცვლილება საგადასახადო კოდექსში დეველოპრების გამო შევიდა, რადგან ისინი ყველაფერს ავანსს არქმევდნენ და დღგ-ს სულ ბოლოს იხდიდნენ. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ეს ეკონომიკის ყველა დარგს შეეეხო, რაც არასწორია. ტრაპაიძე აცვხადებს, რომ ამის დარეგულირება სხვანაირადაც შეიძლებოდა.


ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 



კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები