სოციალური ქსელის მომხმარებლები უფრო მეტად ქალები არიან - ეს შედეგი IPM-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. გამოკითხვის მიხედვით, როგორც მეგობრებთან, ასევე სამსახურში თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის, ქალები უფრო მეტად სოციალურ ქსელს იყენებენ, ვიდრე პირისპირ ურთიერთობის გზას.
კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ მედიას მომხმარებლები უმეტესად, ყოველ დღე, ბევრი მათგანი კი დღეში ორჯერ და მეტჯერ იყენებს.
კვლევის მიხედვით, მომხმარებლები სოციალურ ქსელში ერთ შესვლაზე ყველაზე ხშირად, ნახევარ საათამდე დროს ატარებენ (43%). ქსელით ყოველდღიური სარგებლობა თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა დამახასიათებელი.
მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანები გამოირჩევიან სოციალური ქსელის გამოყენების დაბალი ინტენსივობით. მათი ნახევარი (50%) თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს სოციალურ მედიას/ქსელს.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს. ქალები მეგობრებთან კვირაში საშუალოდ 2 საათს ატარებენ, კაცები კი 2 საათზე მეტ ხანს უთმობენ მეგობრების გარემოცვას. თუმცა საპირისპირო ვითარებაა მეგობრებთან სოციალური ქსელით ურთიერთობის დროს.
ქალები სოცქსელებში მეგობრებთან საუბარსი ნახევარი საათიდან 1 საათამდე დროს ხარჯავენ, კაცები კი მაქსიმუმ ნახევარ საათს უთმობენ ინტერნეტში მეგობრებთან საუბარს.
კვლევაში მონაწილეობა 600-მა რესპონდენტმა მიიღო.