„ჩვენი მიზანი არ არის რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება“

access_time2018-01-12 13:20:13

„რუსეთი დიდი ბაზარია და ჩვენი მიზანი არ არის რუსეთში გადაზიდვების შემცირება“ - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს.


სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 49% შეადგინა.


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407), ყაზახეთი (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440).


გიორგი სამანიშვილის განმარტებით, რუსეთში და ზოგადად ტრადიციულ ბაზრებზე ქართულ ღვინოს საუკუნეებია იცნობენ და აფასებენ. „ რუსეთი, რომელიც დიდი ბაზარია პატივს სცემს ქართულ ღვინოს, კარგად იცნობს ქართულ მეღვინეობას ამიტომ ჩვენი მიზანი არ არის შემცირდეს გადაზიდვები რუსეთში. ჩვენი მიზანია, გადაზიდვები გაიზარდოს სხვა ქვეყნების მიმართულებით სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება „ აცხადებს სამანიშვილი


მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ბაზარი გახდა ჩინეთი, პოლონეთი დიდი პოტენციალია ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2018 წელს უკეთეს შედეგებს ელოდებიან.



ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებითვე, რუსეთის მიმართულებით ექსპორტი გაზრდილია, თუმცა ზრდა არის სხვა ბაზრებზეც, ამიტომ ქართული პროდქცია მხოლოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ არის.


რაც შეეხება 2018 წლის პროგნოზებს, სამანიშვილი ამბობს, რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ისეთი შთამბეჭდავი ზრდა რაც 2017 წელს იყო სავარაუდოდ, არ იქნება და მნიშვნელოვანია იგივე მონაცემების შენარჩუნება.



ავტორი: სალომე სოსელია



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები