დაჯარიმებული მაღალჩინოსნები

დაჯარიმებული მაღალჩინოსნები

access_time2018-01-10 14:51:33

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო დაჯარიმებული მაღალჩინოსნები - საჯარო სამსახურის ბიურომ ათასი ლარით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დააჯარიმა. ამის მიზეზი ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზია. თავდაცვის სამინისტროში დღეს განმარტეს, რომ დაჯარიმების მიზეზი გამოუყენებელი პლასტიკური ბარათი და დამხმარე შენობა-ნაგებობა გახდა, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში მინისტრს არ მიუთითებია.

 

გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, ათასი ლარის გადახდა 2017 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბუთხუზსაც დაეკისრა.

 

დაჯარიმებულთა სიაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; სემეკ-ის წევრი გოჩა შონია; ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია; თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

 

ათას-ათასი ლარით, ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო ათი მოქმედი და ორი ყოფილი პარლამენტარიც დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს; ასევე დამოუკიდებელ დეპუტატ რამაზ ნიკოლაიშვილს.


 

ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევის გამო დაკისრებული 1000-ლარიანი ჯარიმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უკვე გადაიხადა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პირველ არხს განუცხადა და განმარტა, თუ რა სახის ხარვეზებია მისი და მისი კოლეგების დეკლარაციებში.

„ეს, მაგალითად, არის უძრავ ქონებასთან მიმართებაში. შესაძლოა, შეუსაბამობაა კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით. ან განსხვავებაა შემოსავლებში - 100, 200 ან 700 ლარის ოდენობით. ხარვეზია, როდესაც მითითებულია საცხოვრებელი ბინები და გამორჩენილია მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. ეს ხარვეზები გამოსწორდება მომდევნო წლებში. ჩვენ მივეცით მაგალითი ყველას, რომ საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეს სტანდარტია, რომელიც ჩვენი მმართველობის სტილს შეესაბამება", - თალაკვაძის ამ კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

დეპუტატის თქმით, დაკისრებული ჯარიმები მისმა კოლეგებმაც გადაიხადეს და ეს თანხა ბიუჯეტში შევიდა.

 

„ღია მმართველობა, საჯარო სამსახურის რეფორმა, ეს არის რეფორმა, რომელიც ჩვენი გუნდის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა პრიორიტეტი", - დასძინა თალაკვაძემ.

 



პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან გამოჩნდება - შემდეგ ეტაპად ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება

პირველი ელექტროავტობუსი თბილისში მომავალი კვირიდან  გამოჩნდება - შემდეგ  ეტაპად  ამწყობი ქარხნის მშენებლობა ანონსდება
person access_time2018-04-20 16:30:00
  როგორც კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „კომერსანტს“ განუცხადა ახალი ელექტროავტობუსი დედაქალაქს სავარაუდოდ იმ კვირიდან მომესახურება.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატესტო რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას. „ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია...

16 ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი

16  ყველაზე სწრაფად ზრდადი სტარტაპი
person access_time2018-04-20 20:00:00
ბევრს გვსმენია კომპანიებზე, რომლებსაც ეძახიან „მარტორქას“ - ანუ, კომპანიებს რომელთა კაპიტალიზაიციამ უჩვეულოდ სწრაფად მიაღწია 1 მლრდ. დოლარს.   ყველაზე მეტია ასეთი „მარტორქა“ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, და მათ ამისთვის უწევთ მომხმარებლისთვის რაღაცა უჩვეულოს და ახლის მიწოდება.   უკვე დღეს ექსპერტები ასახელებენ 2018 წლის ყველაზე სწრაფად ზრდად  16...

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“

„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“
person access_time2018-04-20 14:14:00
„ღამის ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ საღამოს 8 საათიდან ქალაქში განსხვავებული ღონისძიებები იწყება“ - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.   როგორც გვარჯალაძე აღნიშნავს, ღამის ეკონომიკა დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს მოწყვეტილი არ იქნება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს,...

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“

„თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ“
person access_time2018-04-20 19:00:03
თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ — ეს იმ კვლევის შედეგია, რომელიც ACT-იმ  (ეისითი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი)  განახორციელა. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა გზებით ხდება / მოხდა სამსახურის მოძიება...


მსგავსი სიახლეები