ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი თებერვალში  დასრულდება

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი თებერვალში დასრულდება

access_time2018-01-13 10:00:52

თბილისში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს.


მათი ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმის სრული რესტავრაცია წლის ბოლოს დასრულდება.


„რეაბილიტაციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული  სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება, ხოლო მომდევნო ეტაპზე დაიწყება მუზეუმის შიდა ინტერიერის განახლება და ეზოს კეთილმოწყობა. მთლიანად მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება“, - აცხადებენ ფონდში.


მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და გარკვეული სამუშაოები უკვე დასრულებულია.


„შენობის კონსტრუქციული გამაგრება დასრულდა,  ეზოს ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები შეიცვალა. ამჟამად, იცვლება სახურავი და საწვიმარი მილები, რესტავრაცია უტარდება ეზოს მხრიდან ხის აივნებს, ეწყობა შუშაბანდები და იცვლება  ხის კარ-ფანჯარა. ასევე, სრულდება გარე ფასადის და მასზე არსებული დეკორატიული დეტალების რესტავრაცია“, - აღნიშნავენ თბილისის განვითარების ფონდში.


რაც შეეხება აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულ საინვესტიციო თანხას, როგორც ფონდში აცხადებენ, სავარაუდო ხარჯები, რაც რეაბილიტაციის პროექტში დაიხარჯება, არ შეცვლილა. ჯამში 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.



დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მუზეუმების განვითარების მიმართულებით, ჯავახიშვილის ქუჩა N7 - ში მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მუზეუმის რეაბილიტაცია გასული წლის მაისში დაიწყო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიგეგმა - შენობის  რეაბილიტაცია და შიდა ინტერიერის განახლება.


თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ისტორიული მნიშვნელობის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.


ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ჯავახიშვილის N7-ში 1987 წელს გაიხსნა, ილიას დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით. თავის დროზე, კი სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა.


ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ ივერიის რედაქცია და სტამბა.


ჯავახიშვილის N7-ში მდებარე სახლი XIX საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა.


სამუზეუმო კომპლექსი გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...

KTW ჯგუფის კიდევ ერთი წამატებული პროექტი!

KTW  ჯგუფის კიდევ ერთი წამატებული პროექტი!
person access_time2018-04-23 19:00:05
„ახაშენი   ღვინის   კურორტი“ - ასე ეწოდება საერთაშორისო სტანდარტების ახალ  სასტუმროს   კახეთში, რომელიც    2018 წლის    მარტს, გურჯაანის  რაიონის   სოფელ    ახაშენში, KTW ჯგუფმა  პომპეზურად  გახსნა. აღნიშნული   პროექტი   კომპანიის  კიდევ   ერთი   წინ  გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის   განვითარებას...


მსგავსი სიახლეები