საოკუპაციო რეჟიმი ახალგორში ე.წ. საბაჟო კონტროლის პუნქტს ხსნის

access_time2018-01-10 11:19:26

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება ახალგორის რაიონში, დე ფაქტო საზღვარზე „რაზდახანის“ ე.წ. საბაჟო კონტროლის პუნქტს ხსნის. სამხრეთ ოსეთის ე.წ საბაჟო კომიტეტის ხელმძვანელის მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, საბაჟო „რაზდახანი“ ერთი კვირაში ამუშავდება.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეს განზრახვა ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა. ჯერ კიდევ ნოემბერში, ცხოვრებოვმა განმარტა, რომ
ეს ნაბიჯი იდგმება საქართველოდან შემავალი ტვირთების ხარისხისა და მოცულობის კონტროლის მიზნით. ე.წ. საბაჟოს ხელმძღვანელი ასევე
აცხადებს, რომ პუნქტის გახსნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან შემავალი ტვირთების ინტენსიური მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის არ იბეგრება. „ეს ტვირთები მრავალი წლის განმავლობაში გადასახადისგან თავისუფალი იყო. ახლა კი ყველაფერი მზად არის ახალი საბაჟო პუნქტის გახსნისთვის,"- ამბობს ცხოვრებოვი.

 

გამშვები პუნქტი, რომლის ოსური სახელწოდებაა „რაზდახან", ახალგორში გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ დრომდე მისი ძირითადი ფუნქცია ადამიანების აღრიცხვა და კონტროლი გახლდათ. ახლა კი მას ტვირთების აღრიცხვის ფუნქციაც დაემატება. „რაზდახანის" გავლით ადამიანებს შეეძლოთ 50 კილოგრამამდე მოცულობის ტვირთის გადატანა. ეს წესი ისევ შენარჩუნდება, თუმცა მომავალი კვირიდან, ე.წ. მესაზღვრეები შესაბამისი მოწყობილობებით გააკონტროლებენ ამ მოცულობას. ასევე დაზუსტდება აკრძალვების ნუსხაც. ცხოვრებოვმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოდან შესული ტვირთი ისეთივე საბაჟო გადასახადებით დაიბეგრება და ისევე იმუშავებს, როგორც „ზემო როკას"
საბაჟო.


 

ცნობილია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედის, რადგან ადგილობრივი წარმოება იქ ნაკლებადაა განვითარებული. შესაბამისად, ფასები პროდუქტებზე მაღალია. დამატებითი დაბეგვრა მოსახლეობისთვის ყოველდღიურ საქონელს, სავარაუდოდ, უფრო გააძვირებს.

 

რაც ეხება ოფიციალური თბილისის პოზიციას, მართალია, ჯერჯერობით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, კომენტარი არ გაკეთებულა, მაგრამ ქართულმა მხარემ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პარალელურად, ახალგორში ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ერთი თვის წინ გააპროტესტა.

 

 



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები