Google ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს

access_time2017-11-15 09:30:00

კორპორაცია Google ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს. ადმინისტრაციის ცნობით, კორპორაციასთან მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ: დმიტრო შოლომკო Google Ukraine-ის დირექტორი, სერგეი ბრატუსოვი Google Ukraine-ის ბრენდის ხელმძღვანელი და დიმიტრი გოლიკი Google Ireland-ის მენეჯერი. კორპორაცია Google-თან ადმინისტრაცია ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს.

 

მიმდინარე წლის ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვასა და მონიტორინგში Google აქტიურად მონაწილეობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას Google-თან თანამშრომლობით ატარებს. კამპანია 19 ქვეყანას მოიცავს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

 

Google-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კორპორაცია Google-თან, რაც Google-ის მხრიდან ჩვენი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა, მისი ეფექტურობის გაზრდაზე აისახება. ჩვენი ბოლო კამპანიები Google-მა ძალიან წარმატებულად შეფასა. რეზულტატების გასაცნობად და მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად ჩვენ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ Google-ის თანამშრომლებს დუბლინის და კიევის ოფისებიდან. „-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის წარმატებულ კამპანიაზე საუბრობს Google Ukraine-ის დირექტორი დმიტრო შოლომკო. „ვფიქრობ ეს კამპანია ძალიან წარმატებული იყო. შედეგით კმაყოფილები ვართ, ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება და ჩვენ მოწადინებულები ვართ, კიდევ უფრო უკეთესი რეზულტატი ვაჩვენოთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის წარმოსაჩენად ნამდვილად ეფექტურ და პროფესიონალურ ინტერნეტ კამპანიას ატარებს. საქართველოს მარკეტინგული კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებულია მთელ პოსტსაბჭოთა კავშირში და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თქვენი პროდუქტით უმარავი ადამიანი ინტერესდება." -აცხადებს დმიტრო შოლომკო. 



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები