ირაკლი მაკალათია: „დეკემბრის ბოლოს ლარი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს“

access_time2017-11-14 18:30:44

ეროვნულ ვალუტას რამდენიმე კვირაა გაუფასურების ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,6830 ლარი ეღირება, რაც გუშინ დადგენილი კურსის მიხედვით, თითქმის სამი პუნქტით გაუფასურებაა.


იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებელი 29,4%-ით არის გაზრდილი, გარკვეულწილად უცხოური ვალუტა შემოედინება და ფულადი გზავნილებიც მომატებულია, ეროვნული ვალუტა უფასურდება. ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას შეფასებით, გაუფასურების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბრუნვაში ლარი უფრო მეტია, ვიდრე - დოლარი.


 „ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორიც არის ექსპორტის ზრდა, ეკონომიკის ზრდა, უცხოური ნაკადების შემოდინება - ამ მხრივ ყველანაირად დადებითი პროცესები გვაქვს. ეს ვერ იმოქმედებდა ლარის გაუფასურებაზე, რადგან შოკები არ გვაქვს. თუმცა ლარი რომ უფასურდება, მთავარი მიზეზი არის ფულადი აგრეგატების ზრდა. 2017 წლის მეორე კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით ლარის მიმოქცევა 116 მილიონით გაიზარდა. ბრუნვაში მეტი ლარი ტრიალებს, ვიდრე წინა პერიოდში. შესაბამისად, ბაზარზე გვაქვს მეტი ლარი, ნაკლები -დოლარი. გაუფასურებაც სწორედ ამან გამოიწვია“, - განმარტავს მაკალათია.


მისივე პროგნოზით, ლარის გაუფასურების ტენდენცია დეკემბერშიც გაგრძელდება და თვის ბოლოს მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს: „ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ველოდებით. ტენდენცია ყოველთვის ასეთია, რომ ლარი შემოდგომიდან დეკემბრამდე უფასურდება. დეკემბრის ბოლო პერიოდში ლარი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, რადგან ამ დროს ლარზე მოთხოვნა იზრდება.  გაზაფხულის პერიოდიდან შედარებით კლების ტენდენცია დაიწყება და ზაფხულიდან ტურისტული ნაკადებიც შემოგვეშველება.


მაკალათიას თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, დეკემბრის ბოლოს პროდუქტებზე ფასების მატებაც მოსალოდნელია.


 „ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს 77% უკავია. ანუ მთლიანად იმპორტირებულ საქონელზე ვართ დამოკიდებული და ცხადია, როდესაც უცხოური პროდუქტი შემოგვაქვს, ანგარიშსწორება ხდება ან ლარში ან დოლარში. როცა ლარის კურსი გაუფასურდება, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასის ზრდას გამოიწვევს. მითუმეტეს, რომ იმპორტიორები დღეს მონოპოლისტურ რეჟიმში არიან. ბაზარი კონკურენტული არ არის, დამოკიდებული ვართ მონოპოლისტ იმპორტიორებზე, შესაბამისად, ინფლაცია კვლავ მოსალოდნელია და უახლოეს მომავალში ფასების ზრდას კიდევ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.


რაც შეეხება ლარის გაუფასურების პროცესში მარეგულირებელი ორგანოს და ზოგადად სახელმწიფოს როლს, ეკონომიკის დოქტორი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი პროცესებში არ უნდა ჩაერიოს, მთავრობამ კი გრძელვადიან პერსპექტივებზე იფიქროს.


 „ასეთ დროს ეროვნული ბანკი ინტერვენციას ახდენს. ლარს ყიდულობს და ბაზარზე დოლარს უშვებს, თუმცა ამ მექანიზმსაც ვერ ფლობს იმიტომ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის რეზერვები მინიმალურ დონეზე აქვს დაყვანილი. შესაბამისად, მეტ დოლარს ვეღარ გამოიყენებს და ბაზარზე ვერ გაუშვებს, ამ მხრივ ეროვნულ ბანკს ხელ-ფეხი შეკრული აქვს, რომ ინტერვენცია განახორციელოს. რომც განახორციელოს, მოკლევადიანი ეფექტი ექნება და შემდეგ ბაზარზე ფასების ზრდა კვლავ მოხდება. მისი ფუნქცია ამ ეტაპზე უნდა იყოს დაკვირვება, სწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, ის პროცესებში არ უნდა ჩაერიოს. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, მთავრობამ ადგილობრივი წარმოების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ასევე, ექსპორტი უნდა გაიზარდოს და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რაც გვაქვს, ეს უნდა შეიცვალოს. მთავრობამ გრძელვადიან პერსპექტივებზე უნდა იფიქროს, რომ ლარი დასტაბილურდეს“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.  


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები