„ქვეყანას მთავრობის პარალელურად ბანკებიც მართავენ“ - ირაკლი ბერძენაძე პრემიერისა და „საქართველოს ბანკის“ ინვესტორების შეხვედრაზე

access_time2017-11-13 09:50:52

„ქვეყანას მთავრობის პარალელურად ბანკებიც მართავენ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ბერძენაძემ  განუცხადა.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საქართველოს ბანკის“ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, კვირიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკა გვაქვს.


როგორც ირაკლი ბერძენაძე აცხადებს, პრემიერი მხოლოდ კონკრეტული ბანკის ინვესტორებს კი არა, ყველა სფეროს ინვესტორს უნდა შეხვდეს.  

„2012 წლამდე ეს ტენდენცია არ იყო. უკვე ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლებამ ბიზნესთან საუბარი, მისი მხარდაჭერა, რაც ძალიან კარგია. ისინი ბიზნესს არ ეხებიან, არ აწუხებენ. თუმცა რამდენად კარგია, როდესაც დომინანტი ბანკის ინვესტორებთან არის შეხვედრა, ეს ცალკე საკითხია და ამას დრო გვიჩვენებს. ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის საგადასახადო სისტემა, რითაც ინვესტორებს ვერ დავაინტერესებთ. უმჯობესია პრემიერი უფრო ხშირად ხვდებოდეს ინვესტორებს და არა მხოლოდ კონკრეტული ბანკის ინვესტორებს. რაც უფრო მეტ ინვესტორს შეხვდება სხვადასხვა დარგიდან, მათ შორის წარმოებიდან, უკეთესი იქნება. საფინანსო სექტორში ინვესტორებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი აქვთ და მათთვის ამ სფეროში ინვესტირება ყველანაირად მომგებიანია. სხვა სფეროებშიც ასეთივე შეღავათიანი რეჟიმი უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა ბერძენაძემ.


მისივე თქმით, ბანკები ქვეყანას მთავრობის პარალელურად მართავენ: „ქვეყანაში ყველაფერი ბანკების ხელშია. ქვეყანას მართავს ხელისუფლება და ამასთან, საბანკო სექტორი.  ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, მაგრამ პროცესი რთულ ეტაპებთან არის დაკავშირებული. მიზეზი არის ის, რომ ბაზარი ძალიან პატარაა და ამასთან, ყველაფერი ბანკების ხელშია მოქცეული. ბანკებს ბიზნესი მძევლად ჰყავთ აყვანილი. რაც უნდა თავისუფალი ბიზნესგარემო და ეკონომიკა გვქონდეს, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, მსყიდველუნარიანობა დაბალია, ბიზნესს მეტი და მეტი ბრუნვა, ლიბერალური საგადასახდო სისტემა, დაბალი გადასახადები სჭირდება. მხოლოდ ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივება იმას არ ნიშნავს, ბიზნესის წარმოება ადვილია.“


ამასთან, ირაკლი ბერძენაძის განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლება მხოლოდ მსხვილი ბიზნესით არ შემოიფარგლოს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც მიაქციოს ყურადღება.


„ზოგადად, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. სწორედ ამ სექტორმა უნდა მოუტანოს ეკონომიკას წინსვლა. სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ეს სექტორი ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს. მთავრობის წარმომადგენლებიც ამ სექტორს უნდა ხვდებოდნენ, მათ პრობლემებს ისმენდნენ. ასევე, დიფერენცირება უნდა მოხდეს, თუ რას ნიშნავს მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესი. მსხვილი ბიზნესი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ დღეს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ვერ ვხედავთ. მსხვილი ბანკების ხელში დიდი ფინანსური რესურსებია. ზოგჯერ მათ არ აწყობთ ან უბრალოდ არ უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ბერძენაძემ.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები