მთავარი გვერდი

თბილისში „ბიას“ ორგანიზებით საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა

person access_time2017-03-21 12:48:47

2017 წლის 20 მარტს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს"(BIA) საერთაშორისო ფორუმი - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები". ფორუმის მიზანია გაზარდოს საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა და ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.


პანელურ სესიებზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის ახალი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტები და საინვესტიციო შესაძლებლობები, საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის დაარსება და ვენჩურული კაპიტალის ფონდების გლობალური გამოცდილება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა და სხვა გამოწვევები.


მონაწილეებს შორის იყვნენ Global Investment Advisors-ის პრეზიდენტი - როჯერ ნაი, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის უფროსი დირექტორი, ჯულია ბელსკაია ვონ ტელი, ვენჩურული კაპიტალისტები, ლაურენს რაითი და ზაკ ლაურენსი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის(IFC) რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, ქართული წარმოშობის ამერიკული წამყვანი ბანკის Wells Fargo-ს ვიცე პრეზიდენტი Wealth management-ის კუთხით, ჯორჯ აკირთავა, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.


ბიას ფორუმი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" და „ბიას" დამფუძნებელმა, აიეტ კუკავამ გახსნა, რის შემდეგაც ინვესტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მიმართეს. „ფორუმის მთავარი მიზანია, დააკავშიროს ადგილობრივი კომპანიები სტრატეგიულ პოტენციურ პარტნიორებთან, რათა ქვეყანაში მეტი ნოუ ჰაუ და თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვიდეს. ჩვენ ერთ სივრცეში თავი მოვუყარეთ ინვესტორებს და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ შევქმნათ მეტი შესაძლებლობა თანამშრომლობისთვის" - აცხადებს ფორუმის მასპინძელი, ბატონი აიეტ კუკავა.


„ბიას" ფორუმის ფარგლებში, გაიმართა შოპინგ ფესტივალი, სადაც საქართველოში არსებული ბიზნესები ექსკლუზიური პირობებითა და ფასით იყვნენ წარმოდგენილები. ფესტივალს ესწრებოდნენ როგორც ფორუმის მონაწილეები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები.


„ბიას" მხარდაჭერით, გაიმართა B2B შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ საკუთარი ბიზნესი და ფინანსური რესურსის მოსაზიდად განევითარებინათ საექსპორტო არხები და დაემყარებინათ გრძელვადიანი ურთიერთობა უცხოურ კომპანიებთან.


ფორუმის მასპინძელი კომპანიაა - „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო", რომელიც მართავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა აქტიური კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას, რომლის მეშვეობითაც უცხოელ ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს. „ბია" წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.


ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ  ალაინს ჯგუფი ჰოლდინგი ,King David , პაშა პანკი.

 

 

 


Bloomberg - კობა გვენეტაძე: 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება

person access_time2017-09-25 13:10:59
მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Bloomberg-თან ინტერვიუში. წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ, მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია.“ საქართველომ 6 სექტემბერს...

S&P: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

person access_time2017-09-25 12:30:31
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, უახლოეს პერიოდში, „საქართველოს რკინიგზაზე“  მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას  არ ელის Standard and Poor’s-ი.   სააგენტომ საქართველოს სარკინიგზო ოპერატორს რეიტინგი В+/В დონეზე დაუდასტურა, თუმცა რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა.   სააგენტოს ექსპერტებს რკინიგზის მოდერნიზებისთვის საჭირო მაღალი კაპიტალური ხარჯები და ამავე დროს...

ხმაურის გადაჭარბებაზე აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა

person access_time2017-09-25 10:40:10
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, საპატრულო პოლიციამ ორ კვირაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და...

38 მილიონი 6 თვეში - კომერციული ბანკების შემოსავალი მოსახლეობისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან

person access_time2017-09-25 09:00:35
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. მეორე კვარტალში კი ამ შემოსავალმა 17 046 968 ლარი შეადგინა.   კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2017 წლის ორ კვარტალში...

სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მადრიდი VS ბარსელონა - რას დაკარგავს კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლით?

person access_time2017-09-24 12:00:00
კატალონიის მთავრობა საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს და კვლავ დამოუკიდებლობაზე აცხადებს პრეტენზიაც. მეტიც, მიუხედავად ოფიციალური მადრიდის მკაცრი პოზიციისა, კატალონია 1–ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგემავს. მანამდე კი, 20 სექტემბერს ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა 14 კატალონიელი მაღალჩინოსანი - მათ შორის რეგიონის ფინანსთა მინისტრი ჯოსე მარია ჟოვე. მათ უკანონი რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად - ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად,...

მსგავსი სიახლეები