რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილესი კომპანია "მაგთი" თაღლითებმა 125 ათასი ლარით აზარალეს. „მაგთის“ სიმ-ბარათების კლონირებისათვის ერთი პიროვნება დააკავეს, რომელიც თანამზრახველებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით სიმ–ბარათის კლონებს აკეთებდა და საზღვარგარეთის ქვეყანაში როუმინგულ ზარებს ახორციელებდა. თაღლითი 2 წლის განმავლობაში „მაგთის“ მომხმარებელი იყო. როგორც „მაგთიში“ აცხადებენ, როუმინგული ზარების შემდეგ სიმ–ბარათებზე დავალიანება გროვდებოდა და კომპანიას ზარალი ადგებოდა.
|