რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
უმსხვილესი დეველოპერების ნაწილი კლიენტებს მშენებლობების დასრულების კონკრეტულ ვადებს სთავაზობს. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე „აქსისის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, მშენებლობების ნაწილს შემოდგომაზე დაასრულებენ, ხოლო 2012 წელს თბილისში „აქსის პალასის“ მშენებლობა დასრულდება.
ამასთან, გიორგი კაპანაძის თქმით, კლიენტებს შეეძლებათ მშენებლობები უშუალოდ გააკონტროლონ. ამ მიზნით „აქსისში“ სპეციალური დაფა დაიდგა, რომელზეც სექტემბრიდან დაიტანენ მშენებლობის დეტალურ გრაფიკს თარიღების მიხედვით. კლიენტებს კი საშუალება ექნებათ გრაფიკი მშენებლობაზე არსებულ რეალურ ვითარებას შეადარონ. „აქსისში“ სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც კლიენტებს მშენებლობის მიმდინარეობაზე საქმის კურსში ჩააყენებს. შეგახსენებთ: მომხმარებელთან მაქსიმალურად გამჭვირვალე ურთიერთობების ინიციატივით „აქსისის“ ხელმძღვანელი ორიოდე კვირის წინ გამოვიდა.
|