რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
კომპანია „ვისოლმა“ დღეს დიღმის ტრასაზე ოთხმოცდამეერთე ავტოგასამართი სადგური გასხნა. სხვა პროდუქტებთან ერთად ახალ ავტოგასამართ სადგურზე „ევრო ხუთის“ სტანდარტის იტალიური „აპიც“ გაიყიდება. მარკეტი, კაფე, ავტოსამრეცხაო და ავტოტექმომსახურების ობიექტები მომხმარებელს მომსახურების სრულ კომფორტს შეუქმნის.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 20-მდე ადამიანი დასაქმდა.
„ვისოლს“ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს. წლის ბოლომდე მის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.
|