geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:19
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელებმა რუსთავში საჯარო შეხვედრა გამართეს
2017-04-27 14:25:44
+
-

დღეს, 27 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრა გამართეს ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციები. ასევე, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებ პლატფორმის - ბიუჯეტის მონიტორის (www.budgetmonitor.ge)შესახებ ინფორმაცია. ბიუჯეტის მონიტორი საკრებულოს წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების, ხარჯების, ტრანსფერების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ადმინისტრაციული ხარჯების, მუნიციპალიტეტებში არსებული იურიდიული პირების ხარჯებისა და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ.

 

საჯარო განხილვები მსგავსი ფორმატით ასევე ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - თელავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, თბილისი.

 

საჯარო განხილვები სახელმწიფოაუდიტისსამსახურსა და USAID-ის პროგრამა „კარგი მმართველობის ინიციატივის"პროექტის -„აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის" ფარგლებში ხორციელდება.