geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:48
Google-ი Chrome-ში რეკლამის დამბლოკველ ინსტრუმენტს წარადგენს
2017-04-21 10:00:32
+
-

Wall Street Journal-ის ანონიმური წყაროს მიხედვით, Google-ი უახლოეს მომავალში ვებ-ბრაუზერ Google Chrome-ში რეკლამის დამბლოკველ ინსტრუმენტს წარადგენს.

 

რეკლამის დამბლოკველი მოქმედი იქნება როგორც სმარტფონის აპლიკაციის, ასევე პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილი ვერსიისთვის. სავარაუდოდ, ამ გზით დასრულდება მომხმარებლის მუდმივი უკმაყოფილი უკუკავშირი, რომელიც Google Chrome-ით სარგებლობის დროს ნანახ ასობით უსარგებლო რეკლამას უკავშირდება.

 

Google-მა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ „ჭორებზე კომენტარს არ გააკეთებს." თუმცა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელსაც Alphabet-ი ფლობს, აღნიშნა, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კომპანია მომხმარებლის ინტერესების მიხედვით მუშაობდა.

 

 

ავტორ(ებ)ი: CNBC