geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:05
საქართველო Bloomberg-ის რისკების რუკაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნებს შორისაა
2017-04-20 16:00:22
+
-

Bloomberg-ის გლობალური რისკების რუკაზე საქართველო დაბალი რისკების მქონე ქვეყანაში მოხვდა. რისკების რუკა ოთხ ძირითად ინდიკატორს ემყარება: რეზერვებს, უმუშევრობის დონეს, ინფლაციასა და სავალუტო რყევებს. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე შკალით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.

 

საქართველოს მაჩვენებლები შემდეგია:

 

1. რეზერვები: 13.6%

2. უმუშევრობის დონე: 11.4%

3. ინფლაცია: 6.2%

4. სავალუტო რყევებზე მონაცემი არ არის.

 

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს - რუსეთი ასევე დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა, თურქეთი კი საშუალო რისკის ქვეყნებში. სომხეთი და აზერბაიჯანი ამ სიაში კი საერთოდ არ არიან.

 

საინტერესოა, რომ მაღალი რისკის ქვეყნებში ვენესუელასთან ერთად ისეთი ქვეყნები გვხვდება, როგორებიც ავსტრალია, აშშ, გერმანია და საფრანგეთი არიან.

 

აღსანიშნავია, რომ გამოცემა მსოფლიოს ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებს აფასებს, რომელსაც ქვეყნები მიმდინარე წელს დაუპირისპირდებიან. 

ავტორ(ებ)ი: Bloomberg