geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:19
Bloomberg: ფრანგული ბიზნესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მოლოდინში - კომპანიები გეგმა „ბ"-ზე მუშაობენ
2017-04-20 20:30:36
+
-

საფრანგეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ადგილობრივი კომპანიები ყველაზე ცუდი შესაძლო პოლიტიკური შედეგებისთვის უკვე ფარულად ემზადებიან.

 


ფრანგული ბიზნესისთვის ყველაზე ნაკლებადაა სასურველი არჩევნებში ისეთი კანდიდატების გამარჯვება როგორიცაა უკიდურესად მემარჯვენე მარი ლეპენი თუ უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკურ ფლანგზე მყოფი სოციალისტი ჯან-ლუკ მელენშონი. ორივე კანდიდატი ქადაგებს სავაჭრო ბარიერების აღმართვასა და ევროზონიდან გასვლასაც კი არ გამორიცხავს, - წერს Bloomberg-ი.

 

"საპრეზიდენტო არჩვენებში მელენშონის გამარჯვების შემთხვევაში, პარიზში დაფუძნებული ერთ-ერთი ინდუსტრიული კომპანია სათავო ოფისის გადატანას ლონდონში აპირებს. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის ნათქვამი მისი ვინაობის დასახელების გარეშე გასაჯაროვდა.

 

კიდევ ერთი კომპანია "Aramis Auto", რომელიც პარიზში დაფუძნებული ავტომობილების მსხვილი დილერია, მარი ლეპენის გამარჯვების შემთხვევაში, ფინანსურ პოზიციებს იმაგრებს, თუკი ბანკებმა ფულის გაცემა გაამკაცრეს. უნდა ითქვას, რომ ამ დილერითვის, რომელიც მარტო საფრანგეთში წლიურად 32,000 ავტომობილს ჰყიდის, ასევე მიუღებელია სოციალისტი მელენშონის გამარჯვებაც, რასაც კომპანიის ხელმძღვანელობა არც მალავს.

 


როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარე კვირას გაიმართება. ლეპენისა და მელენშონის გარდა, გამარჯვების სერიოზული შანსები აქვს პოლიტიკურად ცენტრისტ კანდიდატებს ემანუელ მაკრონსა და ფრანსუა ფილონს. თუმცა, ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვები მეტყველებს რეიტინგების თითქმის გათანაბრებას პოლიტიკურად დაპირისპირებულ მოპაექრე ლეპენსა და მელენშონს შორის. ბევრი ფრანგი ამომრჩევლისთვის, როგორც ჩანს, სრულიად მისაღებია ლეპენისა და მელენშონის გასვლა არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

 

როგორც ლეპენის, ასევე მელენშონის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია ევროვალუტის დასუსტება და ფრანგული სახაზინო ვალდებულების ფასიანი ქაღალდების- ბონდების დაცემა. ცხადია, ეს სერიოზულ ზარალს მოუტანს ადგილობრივ ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს, რომელთაც აღნიშნული ბონდები საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ შეძენილი.

 

მართალია, ფრანგი ექსპორტიორებისთვის საწყის ეტაპზე შესაძლოა ხელსაყრელი იყოს შესუსტებული ევრო, მაგრამ გასათვალისწინებელია როგორც მზარდი პროტექციონიზმი, ასევე უფრო მაღალი გადასახადებიც, რასაც უსათუოდ მოყვება გართულებული გარემო ბიზნესისთვის, კომპანიათა აქციების დაცემით.

 

რა თქმა უნდა, კომპანიები წინასწარ არაფერს ამბობენ საჯაროდ, თუ რა სამზადისში არიან, რათა არ გამოიწვიონ კლიენტების გაუცხოება და მთავრობასთანაც ურთიერთობა არ გააფუჭონ. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ბევრი კომპანია ცდილობს კონსერვატიულად ააგოს საკუთარი ფინანსური ბალანსი ნაღდ თანხებზე მეტი აქცენტირებით, ნაკლებად სარისკო ფინანსური ინსტრუმენტების შეძენით.

 

ამასობაში, ლეპენი მოუწოდებს საფრანგეთს - გავიდეს ევროზონოდან და აღმართოს სავაჭრო ბარიერები. ლეპენის პროგრამა ითვალიწინებს სახელმწიფო ხარჯების გაზრდას წელიწადში 102 მილიარდი ევროთი. მისი მეტოქე სოციალისტი მელენშონი კი ყველას ჰპირდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთვევაში, გაატარებს ეკონომიკაში სოციალისტურ რეფორმებს და მდიდრებს მნიშვნელოვნად გაუზრდის გადასახადებს.
გასათვალიწინებელია, რომ საფრანგეთის მსხვილი კომპანიების შემოსავლის მეტი წილი საზღვარგარეთაა გენერირებული და ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება მცირე ბიზნესს, რომელიც ადგილობრივად ოპერირებს. საფრანგეთში დღეს დაახლოებით 4 მილიონი კომპანიაა, თითოეულში 250-ზე ნაკლები მუშა-მოსამსახურეთი.

 

საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კომპანიების მცირე რაოდენობამ დატოვოს ქვეყანა და საზღვარგარეთ გააგრძელოს ოპერირება. მაგრამ გავიხსენოთ, სოციალისტი ფრანსუა მიტერანი, რომელმაც ოთხი ათეულის წლის წინათ საფრანგეთის პრეზიდენტად მოსვლიდან პირველსავე დღეებში დაიწყო სოციალისტური რეფორმების გატარება ბანკენის ნაციონალიზაციით. თუმცა, ქვეყნიდან მასიურად კომპანიებისა და ბიზნესმენთა გასვლა მაშინ მაინც არ მოხდა" - წერს Bloomberg-ი.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი