geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:31
Yahoo-სა და Verizon-ს შორის გარიგება ივნისში დასრულდება
2017-04-20 10:00:40
+
-

Yahoo-სა და უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizons-ს შორის გარიგება ივნისში დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Yahoo-ს გენერალურმა დირექტორმა, მარისა მეიერმა გააკეთა. „ვამაყობ იმ განვითარებითა და ღირებულებით, რაც ჩვენს ბიზნესს შევძინეთ," აღნიშნა მეირმა.

 

Verizon-ი ზაფხულში Yahoo-სა და AOL-ის გაერთიანების შედეგად ახალ კომპანიას დააარსებს, რომელსაც Oath-ი დაერქმევა. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი განცხადება AOL-ის ხელმძღვანელმა, ტიმ არმსტრონგმა გააკეთა. „მილიარდზე მეტი მომხმარებელი, 20-ზე მეტი ბრენდი, შეუჩერებელი გუნდი," დაწერა თავის ოფიციალურ Twitter-ზე არმსტრონგმა.

 

Verizon-მა Yahoo-ს შეძენასთან დაკავშირებით თავის გეგმებზე პირველად ერთი წლის წინ ისაუბრა. გარიგების მოცულობა $4.83-ს შეადგენდა, თუმცა ორ მხარეს შეთანხმება Yahoo-ს სკანდალმა, 1 მილიარდამდე გატეხილ ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით, კინაღამ ჩაშალა. საბოლოო გადაწყვეტილებით, Verizon-ი Yahoo-ს შესაძენად $350 მილიონით ნაკლებ თანხას გადაიხდის.

 

Verizon-ი Oath-ის შექმნის შედეგად კონკურენციის გაწევას ისეთი კომპანიებისთვის გეგმავს, როგორებიც Google-ი და Facebook-ი არიან.

 

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney