geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:53
PwC–მა 2050 წლისთვის ყველაზე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა
2017-04-19 19:30:11
+
-

2050 წლისთვის მსოფლიო, რომელსაც დღეს ვუყურებთ, რადიკალურად შეცვლილი იქნება და ცხადია, ცვლილებები ეკონომიკურ და ფინანსურ მხარესაც შეეხება. PwC-მ (PricewaterhouseCoopers) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი 2050 წელს მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შეეხება. PwC-ის ანგარიშს „გრძელვადიანი ხედვა: როგორ შეიცვლება გლობალური ეკონომიკური წესრიგი 2050 წლისთვის?" - ეწოდება.

 

 

საინტერესოა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც იაპონია და გერმანია არიან, დღევანდელ პოზიციებს მნიშვნელოვნად დაკარგავენ და მათ ადგილებს ინდოეთი და ინდონეზია დაიკავებენ - ქვეყნები, რომლებიც დღეს განვითარებად ბაზრებად ითვლებიან.

 

 

რეიტინგში მოცემულია 2050 წლის ქვეყნების სავარაუდო მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებაში.

 

 

32. ჰოლანდია - $1.496 ტრილიონი.

31. კოლუმბია - $2.074 ტრილიონი.

30. პოლონეთი - $2.103 ტრილიონი.

29. არგენტინა - $2.365 ტრილიონი.

28. ავსტრალია - $2.564 ტრილიონი.

27. სამხრეთი აფრიკა - $2.570 ტრილიონი.

26. ესპანეთი - $2.732 ტრილიონი.

25. ტაილანდი - $2.782 ტრილიონი.

24. მალაიზია - $2.815 ტრილიონი.

23. ბანგლადეში - $3.064 ტრილიონი.

22. კანადა - $3.1 ტრილიონი.

21. იტალია - $3.115 ტრილიონი.

20. ვიეტნამი - $3.176 ტრილიონი.

19. ფილიპინები - $3.334 ტრილიონი.

18. სამხრეთი კორეა - $3.539 ტრილიონი.

17. ირანი - $3.900 ტრილიონი.

16. პაკისტანი - $4.236 ტრილიონი.

15. ეგვიპტე - $4.333 ტრილიონი.

14. ნიგერია - $4.348 ტრილიონი.

13. საუდის არაბეთი - $4.694 ტრილიონი.

12. საფრანგეთი - $4.705 ტრილიონი.

11. თურქეთი - $5.184 ტრილიონი.

10. დიდი ბრიტანეთი - $5.369 ტრილიონი.

9. გერმანია - $6.138 ტრილიონი.

8. იაპონია - $6.779 ტრილიონი.

7. მექსიკა - $6.863 ტრილიონი.

6. რუსეთი - $7.131 ტრილიონი.

5. ბრაზილია - $7.540 ტრილიონი.

4. ინდონეზია - $10.502 ტრილიონი.

3. აშშ - $34.102 ტრილიონი.

2. ინდოეთი - $44.128 ტრილიონი.

1. ჩინეთი - $58.499 ტრილიონი.

 

ავტორ(ებ)ი: Independent