geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:51
"ხუდონჰესთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი სახელმწიფომ წამოიღოს"
2017-04-19 14:38:57
+
-

ხუდონჰესთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი სახელმწიფომ წამოიღოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაიწყება თუ არა წელს ხუდონჰესის მშენებლობა.

 

„რაც შეეხება ხუდონჰესის მშენებლობას, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ გვაქვს შეთავაზება ის, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური განვითარებისთვის.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: ipn.ge